ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50135

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1802 წელს კოვალენსკის მიერ დაარსებულ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში დირექტორად და ქართული ენის პედაგოგად კავკასიის გრენადერიის პოლკის მღვდელი ალექსი პეტრიაშვილი დაინიშნა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1802 წელს კოვალენსკის მიერ დაარსებულ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში გაიხსნა პირველი კლასი 45 მოსწავლით. პედაგოგები იყვნენ პლეშჩევი და პოკროვსკი.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1802 წელს კავკასიის მმართველმა გენერალმა კოვალენსკიმ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დააარსა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაბეჭდილ წერილში „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“ ნათქვამია, რომ 1800 წელს, როდესაც საქართველო რუსეთს შეუერთდა, ანტონ კათალიკოსი გენერალ კნორინგს სწერდა, რომ სამრევლო სკოლებსა და მონასტრებში ყმაწვილებს სემინარიაში შესასვლელად ამზადებდნენ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1800 წელს, როდესაც საქართველო რუსეთს შეუერთდა ანტონ კათალიკოსი გენერალ კნორინგს სწერდა, რომ სასულიერო სემინარიაში გრამატიკას, რიტორიკას, ფილოსოფიას და ღვთისმეტყველებას ასწავლიდნენ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიატ ილია ტოროშელიძეს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 525 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, დავით ჩიქოვანს – 850.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატ ქრისტეფორე ამილახვარს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 775 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, გრიგოლ ოქროპირიძეს – 650, ნინო ციციშვილს – 250, ალექსანდრე ციციშვილს – 600 მანეთი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატ ვახტანგ კოტეტიშვილს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 700 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, ვლადიმერ ემუხვარს – 350, ალექსანდრე ცირეკიძეს – 620, გიორგი ჯაკობიას – 175, პროკოფი მუჯირს – 320 მანეთი.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაბეჭდილ წერილში „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“ ნათქვამია, რომ 1800 წელს, როდესაც საქართველო რუსეთს შეუერთდა, ანტონ კათალიკოსი გენერალ კნორინგს სწერდა, რომ ყველა ქართულ მონასტერს გამართული სამრევლო სკოლა ჰქონდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ლორენცო ბენონის „წერილები“ (დასასრული).

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 7 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ წაიკითხა მოხსენება საზოგადოების ყოფილი სტიპენდიატების დარჩენილი სასტიპენდიო ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ. საზოგადოებას იურიდიულად დაკარგული ჰქონდა ვალის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, მაგრამ, მდივნის აზრით, მას მორალური გავლენა უნდა მოეხდინა მევალე სტიპენდიატებზე. გამგეობის დადგენილებით სტიპენდიატების ვალის დაბრუნების საკითხი პარმენ კახიანს უნდა მოეგვარებინა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 7 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თომა ჩიქვანაიასა და დავით კასრაძის თხოვნა ალექსანდრე ხახანაშვილის „История Грузинской Словесности“-ის სამ ტომად გამოცემის შესახებ. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 7 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსე ჯანაშვილის ქართული ლექსიკონის გამოცემის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, ლექსიკონი გამოეცა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის სამხარეო სასამართლოს მომრიგებელ-მოსამართლის დამხმარე მიხეილ თომას ძე ნიკურაძე ქუთაისის სამხარეო სასამართლოს მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ ლომინაძის თხოვნა მუზეუმში ან კანცელარიაში დასაქმების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა დროებით გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმში ორკლასიანი სამინისტრო სასწავლებელი გენერალ მიხეილ ჩხეიძის თანადგომით განაგრძობდა ფუნქციონირებას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე თავისუფალ მიწებს ქართველ გლეხებს იაფად გადასცემდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე მოითხოვდა, რომ ქართველ მრევლს ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მოესმინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი სათათბიროს წევრობის კანდიდატი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი სათათბიროს წევრობის კანდიდატი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი ექიმად მუშაობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, დაეპატიმრებინათ კახეთის რკინიგზის აგენტი კუკულაძე, კონტროლიორი სანოვიჩი, სატექნიკო განყოფილების გამგე ბურიოგი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, რომ გადაეყენებინათ და გაესამართლებინათ მომარაგების რწმუნებულები, საყვედური გამოცხადებინათ თბილისის გამგეობისთვის, სამსახურიდან დაეთხოვათ შრომის სამინისტროს მიერ დანიშნული კონტროლიორები და სასურსათო განყოფილების გამგე რუხაძე.