ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41666

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის შემოდგომაზე, როცა მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომელთა ჯგუფი ილია აბულაძესთან ერთად ოთხი დღით ერევანში გაემგზავრა, ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ ხელნაწერებს.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის შემოდგომაზე ერევანში მივლინების დროს ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ საბუთებს, რომელთა უმეტესობა საქართველოში მცხოვრებ სომეხთა ეკონომიკურ საქმიანობას ეხებოდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის პირველ ნახევარში ქრისტინე შარაშიძემ იმუშავა „აღწერილობის“ III ტომის კორექტურასა და საძიებლებზე და დაწერა წინასიტყვაობა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ადგილკომის თავმჯდომარემ, პარმენ ზაქარიამ გასცა იმავე მუზეუმის თანამშრომლის, ქრისტინე შარაშიძის დახასიათება.

1948

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1948 წელს ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 26 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე მიხეილ წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „ექსპერიმენტი და კლინიკა არტერიული ჰიპერტონიის რენული გენეზისის საკითხში“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე ნიკოლოზ ბერძენიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ცხოვრება და მოღვაწეობა“.

1947

ტიპი: ღონისძიება

1947 წელს ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიისგან მიიღო მოსაწვევი ბარათი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე დასასწრებად. სესია შეწყდა აკადემიის ვიცეპრეზიდენტის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას გარდაცვალების გამო, 25 ნოემბრიდან კი უნდა გაგრძელებულიყო მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის ფილიალში.

1947

ტიპი: თანამდებობა

1947 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაინიშნა.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს ქრისტინე შარაშიძემ წერილი გაუგზავნა ქეთევან შარაშიძეს წყალტუბოში.

1947

ტიპი: თანამდებობა

1947 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1946

ტიპი: მფლობელობა

1946 წლის 20 ივნისს ქრისტინე შარაშიძეს ქირით გადაეცა ჯავახიშვილის ქუჩის N11 სახლის მეორე სართულზე მდებარე ბინა 11 კვადრატული მეტრის ფართობით, საერთო საპირფარეშოთი და სამზარეულოთი.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს ქრისტინე შარაშიძემ განცხადებით მიმართა დამკრძალავ პროცესიათა ბიუროს და ითხოვა ნებართვა, რომ ვაკის სასაფლაოზე ცოკოლის მოაჯირით შემოეზღუდა დედის, ნინო ათანასეს ასული ქიქოძე-შარაშიძის საფლავი N-940.

1946

ტიპი: ღონისძიება

ქრისტინე შარაშიძემ და თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს საბინაო სამმართველოს N429 სახლმმართველობის სახლის მმართველმა, მარია სოფრომაძემ, გააფორმეს ხელშეკრულება 1946 წლის 20 ივნისიდან 1957 წლის 20 ივნისამდე მოქმედების ვადითა და განახლების უფლებით.

1946

ტიპი: ღონისძიება

1946 წელს ქრისტინე შარაშიძის ბინის ქირა განისაზღვრა თვეში 8 მანეთითა და 62 კაპიკით, რაც შეიძლებოდა შეცვლილიყო ბინის ქირის განაკვეთისა და დამქირავებლის ხელფასის შეცვლის შემთხვევაში.

1946

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1946 წელს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1946

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1946 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშიას საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1945

ტიპი: გარდაცვალება

ნინო ათანასეს ასული ქიქოძე-შარაშიძე გარდაიცვალა 1945 წლის 24 აპრილს.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წლის 13 აპრილს შალვა ჩხეტიამ ხელნაწერების განყოფილების გამგეს შეატყობინა, რომ ახლო მომავალში საზღვარგარეთიდან სამეცნიერო ლიტერატურის გამოწერა იგეგმებოდა და აუცილებელი წიგნებისა და პერიოდიკის სიის შედგენა სთხოვა.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წლის აპრილში საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის რარიტეტების საცავში ქრისტინე შარაშიძემ აღმოაჩინა 1241 წლის ხელნაწერი და შედეგად დაწერა გამოკვლევა – „პარხლის სახარება 1241 წლისა“.

1945

ტიპი: განათლება

სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1945 წლის 26 თებერვალს გაცემული დიპლომის ასლის მიხედვით დადასტურებულია, რომ ქრისტინე შარაშიძემ 1931 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი, პროფილით „ქართული ენა და ლიტერატურა“ დაუმაღლეს კურსდამთავრებულთა ყველა უფლება მიენიჭა.

1945

ტიპი: ავტორობა

1945-1948 წლებში ქრისტინე შარაშიძე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „ხელნაწერთა აღწერილობის“ მე-III ტომზე (1500 ხელნაწერის აღწერილობაზე).

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო დღეებში ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება „ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური განწყობილების ევოლუცია" საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდგომ კი – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს გეგმების წარმატებით შესრულებისათვის ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის, აღსანიშნავად ქრისტინე შარაშიძეს მადლობა გამოუცხადეს.