ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46293

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 14 მარტის მოხსენებაში სოფელ დიდი თონეთის სკოლის მზრუნველი კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას სწერს, სკოლაში წერა-კითხვის გარდა რაიმე ხელობის სწავლების უფლება დაერთოთ. ის ითხოვს ასევე ბავშვების სასწავლებლად 15-20 მანეთს წიგნების ყდის შესაკვრელი და დასაკაზმი იარაღის საყიდლად. მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ იცოდა ეს ხელობა და თანახმა იყო, ესწავლებინა. ასე ბავშვები თავად შესძლებდნენ სასწავლო წიგნების განახლებას.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 14 მარტს სოფელ თონეთის სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე ყავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1884

ტიპი: გარდაცვალება

1884 წლის 11 მარტს ილია ჭავჭავაძის ქვისლი დიმიტრი სტაროსელსკი გარდაიცვალა.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან წერილობით შეატყობინა თავის ცოლს, ოლღას, რომ ბანკის საქმეების გაჭიანურების გამო ისევ ვერ ახერხებდა თბილისში დაბრუნებას.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან თბილისში კავკასიის საცენზურო კომიტეტს „ივერიის“ მეორე ნომრის გამოშვების ნებართვისთვის წერილი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ მის მოვალეობას გრიგოლ ყიფშიძე შეასრულებდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 მარტს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა „ივერიის“ რედაქციას ილია ჭავჭავაძის თბილისში დაბრუნებამდე ჟურნალის მეორე ნომრის შეჩერების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლუხვანოს (ლეჩხუმი) სკოლის მასწავლებელი მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 32 მოსწავლიდან ათს მათი შეძენა არ შეეძლო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N2) დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის „განკიცხულნი“ გაგრძელება.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „მოკითხვა“ და ნიკო ხიზანიშვილის „ჩვენი გლეხკაცობის ისტორიიდამ“ (შენიშვნები ბატონ-ყმობაზედ).

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N2) დაიბეჭდა თევდორე ჯორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ნათქვამია, რომ ეპისკოპოსი ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში და 1737 წელს უფლისწულ ბაქართან ერთად ნოვგოროდში ქართული სტამბა დააარსა, სადაც ქართული წიგნები იბეჭდებოდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა თ. ჯორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მთავარეპისკოპოს სამებელს 1740 წელს უფლისწულმა ბაქარმა თავის სახლში (მოსკოვთან ახლოს, ვსესვიატსკოეში) სტამბისთვის ადგილი მისცა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა თ. ჟორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მთავარეპისკოპოსმა სამებელმა 1743 წელს რუსეთში, საკუთარ სტამბაში, ბიბლია ქართულად დაბეჭდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ სვანეთი სამ ნაწილად იყოფოდა: სათავადო სვანეთი, რომელსაც დადიშქელიანთა გვარი ფლობდა, სადადიანო – ეკუთვნოდა სამეგრელოს მფლობელებს და თავისუფალი სვანეთი, რომელიც 11 საზოგადოებად იყოფოდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ა. შჩერბაკოვის სტატია „საგულისხმიეროდ“ (გაზეთებიდან, წარსულის მოგონებებიდან), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1832 წელს სვანეთის მთავრის ციოყ დადიშქელიანის დედა დიგორხანი თავის მირეწლოვან შვილ ბექირ-ბეისთან ერთად საქართველოს მთავარმმართებელ როზენთან მივიდა და ქვეშევრდომობა სთხოვა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახუთის სკოლის მასწავლებელი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 68 მოსწავლიდან (ვაჟი – 67, ქალი – 1. 13-მა ბავშვმა უსახსრობის გამო სწავლა მიატოვა) 38-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ მუხურის სკოლის მასწავლებელი ტრიფონ ცხადაია მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 29 მოსწავლიდან 16-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 22 თებერვალს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს შაქრო მაღალაშვილის მამულის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია იაკობ მანსვეტაშვილმა წერილობით შეატყობინა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შილდის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ფურცელაძემ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 50 მოსწავლიდან (ვაჟი – 30, ქალი –20) 23-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მეუღლეს წერილობით შეატყობინა, რომ საქმეების დასრულების შემდეგ, პირველ მარტს მოსკოვში გაემგზავრებოდა და ილია ოქრომჭედლიშვილთან 2 დღით დარჩებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან წაიღო ჟურნალი „ივერია“ N1-6.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში საადგილმამულო კრედიტის დაწესებულებათა წარმომადგენლების მეხუთე ყრილობის მონაწილეებთან ერთად ფინანსთა მინისტრთან აუდენციაზე იმყოფებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა დაადგინეს, რომ ნიკოლოზ ქანანოვისთვის სარეცენზიოდ გადაცემულმა ანატომიის სახელმძღვანელომ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნა და დაუბრუნდა ავტორს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 11 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა დასასრული რეცენზიისა ჟურნალ „ივერიის“ 1883 წლის მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომრებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მათ შორის ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვაზე“.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს დისწულის, მაკო აფხაზის გათხოვება შეატყობინა.