ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46103

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 9; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარში ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებული სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში ილია ჭავჭავაძემ ცოდნის უპირატესობაზე ისაუბრა: „ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე, რაც არ უნდა ბევრს გაუნაწილო, შენ არა მოგაკლდება რა.“

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N9; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია „ხილად“ (ა. ნანეიშვილის მსჯელობა და რჩევა ქართული ენის შესახებ), რომელშიც გაკრიტიკებულია ჟურნალ „დროებაში“ (N201-202) გამოქვეყნებული წერილი „ლიტერატურული შენიშვნები“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 24 სექტემბერს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ალექსანდრე ნანეიშვილის წერილი დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 20 სექტემბრის გაზეთ „დროებაში“ ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობაში მომხდარი განხეთქილების შესახებ კოტე ყიფიანის განმარტებითი წერილი დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, თონეთის სკოლას „დედა ენა“ და სასკოლო ნივთები გაუგზავნეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, პეტრე უმიკაშვილს ანასტასია თუმანიშვილის მიერ თარგმნილი დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ შემოწმება დაავალეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ბათუმის მაზრის გუბერნატორ ალექსი სმეკალოვისა და გიორგი თუმანიშვილის წერილები სასკოლო მიწის შესახებ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძეს სასკოლო ინვენტარი და მოთხოვნილი თანხა გაუგზავნეს.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სალომე მაღალაშვილი წინარეხის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, წინარეხის სკოლის მზრუნველ ნიკო ცხვედაძისთვის სკოლის შენობის გადასაკეთებლად თანხა გაეგზავნათ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 8 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მიერ სოფელ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვა პრესაში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 6 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ, თბილისის კომერციულ ბანკს საქმიანი წერილით მიმართა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 4 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ალექსი კვალიაშვილმა „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომერში საბანკო საკითხების შესახებ ილია ჭავჭავაძის მიერ გამოქვეყნებული „შინაური მიმოხილვის“ კრიტიკულ ანალიზი გამოაქვეყნა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 4 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე სოფელ წინამღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნას დაესწრო.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „დროებაში“, გაზეთ „ივერიის“ მეხუთე და მეექვსე ნომრების შესახებ ნიკო ხიზანიშვილის ლიტერატურული მიმოხილვა დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის სექტემბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ კრებულში „ხომლი“ ილია ჭავჭავაძის ლექსები დაიბეჭდა.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლის პირველ სექტემბერს მთის ხალხში დაარსებული სკოლების ინსპექტორმა, ნიკოლოზ ლიხაჩოვმა ვასილ კოპტონაშვილი თიანეთის მაზრის ტოლათსოფლის (ამტნისხევის) სკოლის მასწავლებლად დანიშნა ვაჟა-ფშაველას ნაცვლად.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 24 აგვისტოს იონა მეუნარგია ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში სტუმრად იმყოფებოდა, მას ილიამ „ილიადა“ წაუკითხა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 24 აგვისტოს იონა მეუნარგია ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში სტუმრად იმყოფებოდა, მას ილიამ „ილიადა“ წაუკითხა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 აგვისტოს საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ მისწერა ბესარიონ ჭილაძეს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ნიშნავდა მასწავლებლად სოფელ დიდ თონეთში.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბესარიონ ჭილაძე დიდი თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშნა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 აგვისტოს გრიგოლ ყიფშიძე სწერს დიდი თონეთის სკოლის ახლად დანიშნულ მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს, რომ პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მას უნდა ჩაებარებინა სკოლის მაგიდები, სკამები, სასკოლო ნივთები და წიგნები მოსწავლეთათვის და სწავლება დაეწყო მაშინ, როცა გამგეობისგან მოუვიდოდა ქაღალდი.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 აგვისტოს გრიგოლ ყიფშიძემ დიდი თონეთის სკოლის ახლად დანიშნულ მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს მისწერა, რომ პირველ სექტემბრამდე უნდა წასულიყო სოფელში, რათა იქაურ მოხელეებთან ერთად მოემზადებინა სასკოლო შენობა და თავისთვის ბინა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით თბილისის სათავადაზნაურო - საადგილმამულო ბანკის 1883 წლის 1-ლი ივლისისთვის არსებული ბალანსი დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის აგვისტოში იაკობ ფანცხავამ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მისაღები გამოცდები ჩააბარა.