ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44498

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ვლადიმერ ჯავახიშვილის ცნობით, 1881 წლამდე სოფელ მარტყოფში სკოლა დიდი ხნის გაუქმებული იყო, ვიდრე ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება გახსნიდა თავის სკოლას.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს მეფისნაცვალმა დიმიტრი სტაროსელსკიმ სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რის შედეგადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებულ პირველდაწყებით სკოლებში (პირველ განყოფილებაში) ქართულ ენაზე სწავლება ნებადართული გახდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ალექსანდრე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ პირველდაწყებითი სკოლების პირველ განყოფილებაში ქართულ ენაზე სწავლება გააუქმა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ალექსანდრე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ სამინისტრო უწყების სკოლებში დიმიტრი სტაროსელსკის მიერ დამტკიცებული გეგმა გააუქმა და „კაზარმული დისციპლინა“ დანერგა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ლეონტი ჯაში მუშაობდა მასწავლებლად სენაკის მაზრის (ახლ. აბაშის რაიონი) სოფელ ქვატანის სკოლაში.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს კავთისხევის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო თითო ცალი წმინდა სახარება, პლ. იოსელიანის გრამატიკა, „პონტოს მეფე მითრიდატ დიდი“, ორ-ორი − „ბუნების კარი“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „გლოვა ირაკლი მეორისა“, „საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე“, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“, არითმეტიკული გამოცანები, 3 − ჭონქაძის „სურამის ციხე“, 5 − ანთ. ჯუღელის დედანი და ლოცვანი და 10 − „დედა ენა“.

1881

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 სასწავლო წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო კონსტანტინე მამაცაშვილი, ხოლო მოადგილე – იაკობ გოგებაშვილი.

1881

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 სასწავლო წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრებაზე კომიტეტის წევრებად აირჩიეს: თედო ჟორდანია, ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე და ნიკო ნიკოლაძე.

1881

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 სასწავლო წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრების წევრები იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, ნიკოლოზ ქანანოვი, ვახტანგ თულაშვილი და ვასილ თუმანიშვილი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ჟურნალ „ივერიის“ №1-ში ილია ჭავჭავაძის „ცხოვრება და კანონის“ მეშვიდე ნაწილი გამოქვეყნდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა, კირილე იანოვსკიმ დაწყებითი სკოლების სასწავლო გეგმა დაამტკიცა.

1881

ტიპი: ავტორობა

1850 წელს ემინიმ სომხურ ენაზე გამოსცა სომხური ეპოსი, რომელიც 1881 წელს რუსულად იყო გადაკეთებული და დაბეჭდილი.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ილია ჭავჭავაძე დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ჟურნალ „ივერიის“ №1-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ცენზურის მიერ შეკვეცილი სტატია „შინაური მიმოხილვის მაგიერი“.