ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51544

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი სოფლის მეურნეობას მისდევდა.

1926

ტიპი: განათლება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ივანე ბეგლარის ძე ღლონტს პირველდაწყებითი განათლება ჰქონდა მიღებული.

1926

ტიპი: ორგანიზაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი იყო სოფლის სოციალ-დემოკრატიული რევოლუციური მოძრაობის ტიპური წარმომადგენელი და გამავრცელებელი.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვანო ღლონტი დაიბადა სოფ. მელექედურში 1895 წელს.

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი იყო ღარიბი ოჯახიდან.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) დაიბეჭდა ვანო ღლონტის ნეკროლოგი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 და 10 ოქტომბერს თბილისის რკინიგზის დეპოებში, ფაბრიკა-ქარხნებში და სხვ. მუშებმა გამართეს თათბირი მოსკოვის სოვნარკომისა და საქართველოს რევკომის მიერ საქართველოს ფაქტობრივ გაბათილებაზე და გადაწყვიტეს წარმომადგენელთა გაგზავნა რევკომში წერილობითი განცხადების გადასაცემად, რომელსაც 5 132 მუშამ მოაწერა ხელი. შემდეგ მუშებმა აირჩიეს 3 პირი პოლიტიკურ პარტიებთან და 9 პირისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს რევკომთან მოსალაპარაკებლად, ამ უკანასკნელში – იასონ ჩაჩუა, იაკობ ასიტოვი, ლეონტი თომაძე, ანდრო თოდუა, იასონ კახაბრიშვილი, ვასილ ოსიძე, პეტრე ხარაძე, იოსებ ავალიძე და ნიკოლოზ გოგინაშვილი.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს შექმნილ სამხედრო ცენტრში 15 პირი შედიოდა, გენერლები: კოტე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე და როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკები: გიორგი ხიმშიაშვილი, ელიზბარ გულისაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი და დიმიტრი ჩრდილელი, როტმისტრები: ლევან კლიმიაშვილი და სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით მაჭავარიანი 1917 წელს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით მაჭავარიანი 1915 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით მაჭავარიანი 1907 წელს წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დავით მაჭავარიანი საბრძოლო დამსახურების და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით მაჭავარიანი 1917 წლის 25 ოქტომბერს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში დავით მაჭავარიანი გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ცხოვრობდა თბილისში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, დავით მაჭავარიანმა გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში დავით მაჭავარიანი ოფიცერთა საკრებულოს სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში დავით მაჭავარიანი სამხედრო სამინისტროში, სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, დავით მაჭავარიანი ქართულ ჯარში მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლიდან დავით მაჭავარიანი საქართველოში ჩამოვიდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 25 ოქტომბერს დროებითი მთავრობის მიერ, გიორგის სტატუტის 49-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე, დავით მაჭავარიანს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 9 აგვისტოს დავით მაჭავარიანი სახელმწიფო ლაშქრის 37-ე ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.