ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45316

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს შიო მღვიმელს მისი 30 წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად გადაუხადეს იუბილე თბილისში, ქუთაისში, ჭიათურასა და სამტრედიაში.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს შიო მღვიმელს მხედველობა გაუუარესდა დიდი ხნის განმავლობაში კორექტორად მუშაობის გამო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს 63 წლის ასაკში შიო მღვიმელმა შეწყვიტა კორექტორად მუშაობა, რადგან მხედველობის პრობლემა შეექმნა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-1923 წლებში შიო მღვიმელი კორექტორად მუშაობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გამოიცა შიო მღვიმელის „ჩემი ყავავილები“.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წელს შიო მღვიმელი მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს, როგორც პოლიტიკური დამნაშავე.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელი იღებდა პენსიას 80 მანეთის ოდენობით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა შიო მღვიმელის საყმაწვილო ლექსები.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ოცხელის გამომცემლობამ ქუთაისში გამოსცა შიო მღვიმელის რჩეული ლექსები.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს სახელმწიფო გამომცემლობამ შიო მღვიმელის საბავშვო წიგნი „სამი ამბავი“ გამოსცა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გამოიცა შიო მღვიმელის „ტყის სურათები“.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს სახელმწიფო გამომცემლობამ დაბეჭდა შიო მღვიმელის „ცელქები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გამოსული შიო მღვიმელის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა მისი ნაწარმოები „ჩემი ყვავილები“.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს ქართული წიგნის გამომცემლობამ გამოსცა შიო მღვიმელის „ნობათი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს დაიბეჭდა ვალერიან გუნიას მიერ შედგენილი „საქართველოს კალენდარი". გამოცემა დააფინანსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქუთაისის საბჭოს დადგენილებით ბათუმელმა მხატვარმა ქუთაისის მოურავად ნამყოფი, აწ გარდაცვლილი ლუკა ასათიანის პორტრეტი დახატა გამგეობის დარბაზში დასაკიდად.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს ხონის თეატრის არსებობის 10 წლისთავის აღსანიშნავად დადგეს დავით ერისთავის პიესა „სამშობლო“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის ნოემბერში ფილიპე გოგიჩაიშვილი გორის მაზრის კვლევის შემდეგ დაბრუნდა თბილისში, სადაც მოხსენებით უნდა წამდგარიყო კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წინაშე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 18-20 ნოემბერს ქუთაისის მაზრის საჭიროებათა გამოსარკვევად შექმნილი საგუბერნიო კომიტეტის კრებაზე ერმილე ნაკაშიძემ წაიკითხა მოხსენება მებაღეობის შესახებ.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს არტემ ახნაზაროვმა განათლების სახალხო კომისარიატში მუშაობა თვალის დაავადების გამო შეწყვიტა.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წელს არტემ ახნაზაროვს თვალის დაავადება დაემართა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1929 წლებში არტემ ახნაზაროვი მსახურობდა იურისტ-კონსულტად განათლების სახალხო კომისარიატში.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს გამოიცა არტემ ახნაზაროვის ლექსების კრებული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის თებერვალში არტემ ახნაზაროვი მიიწვიეს თანამშრომლად ილია ჭავჭავაძის ყოველდღიურ გაზეთში „ივერია“.