ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1917

ტიპი: თანამდებობა

1917-1918 წლებში ნატალია გერასიმეს ასული ბარანნიკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა ივანე გაჩეჩილაძემ თხოვნით მიმართა სამინისტროს, რომ ნება დაერთოთ პედაგოგების მოწვევისა, ვინაიდან გაკვეთილების გადანაწილება რეალური სასწავლებლის პედაგოგებს შორის შეუძლებელი იყო. მათ სურდათ რუსული ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლად მოეწვიათ ნატალია გერასიმეს ასული ბარანნიკი (I - III კლ.), ხოლო ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად პეტრე ბიკენტის ძე გნოინსკი (I - IV კლ.).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა ივანე გაჩეჩილაძემ საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძეს მისწერა, რომ სასწავლებელში არაქართველი მოსწავლეებისთვის საჭირო იყო პარალელური განყოფილებების გახსნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი (საქმისმწარმოებელი მამაცაშვილი) სახალხო განათლების სამინისტროს ატყობინებს, რომ 1919 წლის 10 მაისს გაუქმებული კორპუსის დროშა ჩაიბარა სამხედრო-ისტორიული არქივის გამგემ, გენერალმა ესაძემ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის აპრილში ვიცე-დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, გაუქმებული კადეტთა კორპუსის დროშა, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის გადაეცათ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს სახალხო მასწავლებლის ივანე მაღრაძის (მუშაობდა ჯერ რუისში, შემდეგ ბეჟანთკარში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხარაგაულის ორგანიზაციის წევრი. მოკლეს 1905 წელს) ქვრივი ემილია მაღრაძე უსახსრობის გამო განათლების მინისტრს შვილის, თამარ მაღრაძის სწავლის გადასახადიდან გათავისუფლებას სთხოვს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის აპრილში ვიცე-დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს სთხოვს, გაუქმებული კადეტთა კორპუსის დროშა, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს, სამხედრო-ისტორიულ მუზეუმს გადასცენ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ანტონ თვალჭრელიძე, სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, სტავროპოლის მხარეში მუშაობდა და განათლების მინისტრს საქართველოში გადმოყვანას სთხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს კასპის სკოლის პედაგოგმა თამარ გიორგაძემ განათლების მინისტრს თბილისის რომელიმე სკოლაში გადმოყვანა სთხოვა.

1919

ტიპი: თანამდებობა

განათლების სამინისტრო სწერს თბილისის ქალთა II გიმნაზიის დირექტორს, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა ვერა გლადკოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტროდან ვერა გლადკოვას მისწერეს, რომ თავისი ცენზის შესახებ საბუთები წარედგინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტროდან ვერა გლადკოვას მისწერეს, მთავარგამგე ვარლამ ძიძიგურისთვის ეცნობებინა, რა საგნის სპეციალისტი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი ნოემბრიდან ოლღა გიორგობიანი ქუთაისის პირველი უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბრიდან ოლღა გიორგობიანი ქუთაისის მესამე უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 20 სექტემბერს ოლღა გიორგობიანი დაინიშნა ჭიათურის ბერძნების სკოლაში მასწავლებლად.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 11 ივნისს ოლღა გიორგობიანმა დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის მერვე დამატებითი კლასი მათემატიკის მასწავლებლის წოდებით.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 16 ივნისს ოლღა გიორგობიანმა დაამთავრა ქუთაისის წმ. ნინოს გიმნაზიის სრული კურსი.

1920

ტიპი: ღონისძიება

ქ. ქუთაისის თვითმმართველობა განათლების სამინისტროს სთხოვდა შუამდგომლობას, რომ ოლღა გიორგობიანს მინიჭებოდა უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება და დამტკიცებულიყო პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად.

1910

ტიპი: განათლება

ოლღა გიორგობიანმა დაამთავრა ქუთაისის წმ. ნინოს გიმნაზიის 8 კლასი მასწავლებლის წოდებით.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი ნოემბრიდან ოლღა გიორგობიანი ქუთაისის მესამე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლიდან პირველი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 აპრილს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროდან მიიღო ნებართვა, რომ ნ. გოგელია 1-ლი კლასის დამრიგებლად დაენიშნა და მისთვის დამრიგებლის კუთვნილი ჯამაგირი მიეცა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან ნ. გოგელია სახალხო სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა.