ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46632

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში გამართულ საბჭოს სხდომაზე პატივი მიაგეს გარდაცვლილი ხმოსნის, ლევან მჭედლიშვილის სხოვნას.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე რატიშვილის ლექსი „წერილი“.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა საბჭოს სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ქალაქის მოურავი იოსებ ანდრონიკაშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე გადაწყვიტეს, ვალერიან გუნია ქართველ მსახიობთა დასში მიეწვიათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ნათაძის პიესა „აი, ახლა კი დავწინაურდი“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მოურავ დავით ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს კრებაზე ქალაქის გამგეობის წევრები აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია ლევან ბატონიშვილის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ვალერიან გუნიამ დაწერა შარჟი „სამთა კავშირი ვილჰელმი, ფრანც იოსები და მაჰმუდი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში ამაღლების სამკითხველოს ნინო ყაჭეიშვილისამ თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისს ცხინვალში გამართულ ილიას საღამოზე ანა სოლოღაშვილმა ილიას პოეზიის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 20 ოქტომბერს ვაჭართა საზოგადოებამ იოსებ დავიდოვს საზოგადოებისთვის 25 წლის სამსახურისთვის ქების ფურცელი გადასცა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის აგვისტოში ნიკო მარი თბილისში ჩამოვიდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში წაღვერში გიორგი ჯაბაურმა ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წაიკითხა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის წერილი „ქართველი კუპრინის „ორმოში““.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის ივლისში ნიკოლოზ გვარაძე ხონის თეატრის რეჟისორად მიიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მუნჯ სიმღერებიდან“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 29 აგვისტოს მამადავითის ეკლესიაში ილია ჭავჭავაძის პანაშვიდს ალექსანდრე ცაგარელი დაესწრო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელენე გრიგოლის ძე ქიქოძე თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „არწივი“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ნაფიც ვექილთა საბჭო დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის გარდაცვალებას მწუხარებით იუწყებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ქვეყნის სენატი საზოგადოებას აუწყებს, რომ სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაფიელ ალექსანდრეს ძე ივანიცკის (რ.ინგილო) წერილი „გაწამებული მხარე“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „მოგზაურობა საინგილოში“ დასასრული დაიბეჭდა

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ნოემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „ნემეცები“ დაიბეჭდა.