ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

ფილტრი:
ფაქტის ტიპი სახელი

1900

ტიპი: სახელი

ქ. სიღნაღის ნოტარიუსის – კონსტანტინე ივანეს ძე ჯაფარიძის მიერ 1900 წლის 9 მარტს დამოწმებული საბუთის თანახმად, სანოტარო კანტორა (ოფისი) ქალაქში, ივერიის მონასტრის სახლში იყო განთავსებული.

1920

ტიპი: სახელი

1920 წელს პოეტის დომინიკა ზურაბის ასული ერისთავის ზედმეტსახელი იყო „განდეგილი“.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა აბრამის ძე მთავრიშვილის ფსევდონიმი იყო კახელი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ ნიჟარაძის ფსევდონიმი იყო თავისუფალი სვანი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილის ფსევდონიმი იყო დონ იაგო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან ლევანის ძე გუნიას ფსევდონიმი იყო ვალიკო-ია.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის ფსევდონიმი იყო ანჩხატელი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის ფსევდონიმი იყო თ. კვალითელი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძის ფსევდონიმი ს. ვ. იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ფსევდონიმი ვ. ო. იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძის ფსევდონიმი იყო მოლა ბაშირი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ქართულ მწერლობაში ცნობილი იყო უმწიფარიძის ფსევდონიმით.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ ალექსანდრეს ძე მანვეტაშვილის ფსევდონიმი იყო ი. ალექსანდრიძე.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ფსევდონიმი ვ. ო. იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი მოხსენიებულია, როგორც წინამძღვაროვი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილის ფსევდონიმი დონ იაგო იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის ფსევდონიმი ორანი იყო.

1918

ტიპი: სახელი

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილის ფსევდონიმი იყო ლალიონი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დავით ივანეს ძე ავალიშვილი მოხსენიებულია, როგორც ავალოვი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ სოლომონ შოშიაშვილი მოხსენიებულია, როგორც შოშიევი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 12 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილის ფსევდონიმი ნ. ურბნელი იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავის ფსევდონიმი ტყვიაველი იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილის ფსევდონიმი ნ. ურბნელი იყო.

1918

ტიპი: სახელი

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თამარ ესტატეს ასულ ფალავანდიშვილს ეძახდნენ თალიკოს.

1918

ტიპი: სახელი

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძის ფსევდონიმი იყო ვეშაპელი.