რეგისტრირებული ფაქტები50135
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1883-84 სასწავლო წელს ბათუმის სკოლაში 64 მოსწავლე ირიცხებოდა: პირველ განყოფილებაში – 31, მეორეში – 26, მესამეში – 7.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით 1883-84 სასწავლო წელს ბათუმის სკოლაში მაჰმადიანურ სარწმუნოებას აჯი-რეშიდ-ეფენდი-ზადე-მაჰმედ-ჰელში-ეფენდი ასწავლიდა.
1867
ტიპი: ღონისძიება
„დროების“ 1866 წლის ბოლო ნომერში დაიბეჭდა განცხადება „ცისკრის“ გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 1867 წლიდან „ცისკარი“ ბევრ ახალ და საინტერესო მწერალთან ითანამშრომლებდა, მათ შორის, დიმიტრი ყიფიანთან, რომელიც ჟურნალს შექსპირის პიესების თარგმანს დაჰპირდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „დროების“ ყოფილ რედაქტორს, ილია აგლაძეს, კავკასიის მეფისნაცვალმა ერთი თვით თბილისში ცხოვრების უფლება მისცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 7 ოქტომბერს თეატრ „რადიუმში“ გრიგოლ დავითის ძე ნასარიძეს ლექციები უნდა წაეკითხა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის მაისში სათავადაზნაურო სკოლის წლიურ კრებაზე ახალი თაობის წარმომადგენლად 65 ხმით გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული აირჩიეს. მისი კონკურენტი იყო დიმიტრი ივანეს ძე მუსხელოვი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოება ხოლევის (გორის მაზრა), ლაილაშის (ლაილაშის) და ამტნისხევის (თიანეთი) სამრევლო სკოლებს სასწავლო ნივთებითა და წიგნებით დაეხმარა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 15 მაისს შორაპნისა და ჭიათურის სარკინიგზო სადგურები დეკანოზმა დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძემ აკურთხა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, დრევიჩმა საზოგადოებას შესწირა 59 ეგზემპლარი „არსენას ლექსი“, 30 – „თამარ ბატონიშვილი“ და 29 – რაფიელ ერისთავის თხზულებათა პირველი ტომი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ალექსანდრე ბიჭიას ძე ხოშტარია, ივანე გიორგის ძე გაბელია, ერმალო ელიზბარის ძე ბოლქვაძე, მიხეილ კონსტანტინეს ძე გვიჩია, ანდრია ივანეს ძე ხოჭოლავა, ევგენი დუტუს ძე გაბელია და აქვსენტი ოტიას ძე ყუფუნია საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ წევრები იყვნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, გიორგი ვაწაძემ საზოგადოებას შესწირა ხელნაწერი ჩინგის-ყაენის შესახებ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ მათე ნიკოლაძე, როსტომ აღა-ზადე, მემედ მჟავანაძე და ნიკოლოზ წერეთელი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ ამ დროისთვის საზოგადოების კატალოგში 400 ხელნაწერი იყო, 253 – ხელნაწერი წიგნი (თითო 2-3 ხელნაწერით), ხოლო 100 – ნაბეჭდი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ დიმიტრი ბაქრაძე საზოგადოებას მანუსკრიპტების კატალოგიზაციის გაკეთებას შეპირდა, რომლის ხარჯსაც იოსებ მელიქიშვილი გაიღებდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოებამ ახალი წიგნების დასაბეჭდად ქუთაისის საადგილმამულო ბანკისგან 1000 მანეთის შემოწირულობა მიიღო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, საზოგადოებამ ახალი წიგნების დასაბეჭდად ივანე მაჩაბლისგან 500 მანეთის შემოწირულება მიიღო.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ რობინზონ კრუზოს ა. თუმანიშვილისეული თარგმანი საზოგადოებას დასაბეჭდად მზად ჰქონდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ თარგმნილი ფიზიკის სახელმძღვანელო საზოგადოებას დასაბეჭდად მზად ჰქონდა.