ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50135

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს ბარბარე იოსების ასული ვოლსკი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს მ. ი. საღარაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს მიხეილ ომანის ძე ჩინჩალაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს გერასიმე მათეს ძე ცაგარეიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს ბენედიქტე ვ. მამფორია ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-98 სასწავლო წელს იოსებ ივანეს ძე ოცხელი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით ვაჩნაძის წერილი „ბრძოლა მიწისათვის ქართლ-კახეთში“.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს თამარა ჯორჯაძე ქართულ და რუსულ ენებს ასწავლიდა სოფელ თონეთის სკოლაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით ვაჩნაძის წერილი „ბრძოლა მიწისათვის ქართლ-კახეთში (საადგილმამულო კომისიის მოქმედება)“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „დამოუკიდებელი საქართველოს ძალები“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „დამფუძნებელი კრება და ჩვენი პარტია“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 ნოემბერს ქუთათელ მიტროპოლიტად არჩეული არქიმანდრიტი ნაზარის კურთხევა გაიმართებოდა მცხეთის საპატრიარქო ტაძარში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, არქიმანდრიტი ნაზარი ქუთათელ მიტროპოლიტად აირჩიეს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას სტატიის „კრიტიკის კრიტიკა“ დასკვნითი ნაწილი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ვასილ ბარნოვის იsტორიული მოთხრობის, „სვიმონ ხელის“ ნაწყვეტი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფილიპე მახარაძის სტატიის „გაკვრით პასუხი“ დასკვნითი ნაწილი.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა დაღესტნის მხარის უფროსს, გენერალ-ადუტანტ მელიქოვს, იმის გამო, რომ მან რომანოვის დავალება გულდასმით შეასრულა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „სომეხ-ქართველთა ბრძოლა“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკში მუშაობას თავი დაანება. 

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვლადიმერ ნაცვლიშვილი მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ვექილი გრიგოლ ბარათაშვილი ქუთაისის მომრიგებელ და ოლქის სასამართლოებში მასწავლებელ ვლადიმერ ნაცვლიშვილს სამოქალაქო უფლებების დაცვაში უსასყიდლოდ დაეხმარა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილი ვლადიმერ ნაცვალაძის სტატიის მიხედვით, სამტრედიაში ზოგიერთი მასწავლებელი ცუდ ხმებს ავრცელებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილებასთან არსებულ წიგნებით მოვაჭრე კიოსკზე და შეგირდებს იქ ნივთების შეძენას უკრძალავდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10) დაიბეჭდა ელენე მამულაშვილის მიერ თარგმნილი „საძაგელი იყო (მოთხრობა ჩეხურის ცხოვრებიდამ)“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 9-10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა „ბიბლიოგრაფია“. (ძველ ბერძენ და რომაელ მწერალთა მიერ მოძიებული შრომები კავკასიის შესახებ, რომელიც შეკრიბა და თარგმნა კ. განმა).