ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51378

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „ჯეჯილის“ რედაქტორის ანასტასია წერეთლის მოხსენება: ის საზოგადოებას გამოსაცემად უთმობდა გ. წერეთლის თხზულებებს – „ჩვენი ძველი გმირები“ და „ლომკაცი“. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის მოგვარება წიგნების გამომცემელ სექციას მიენდო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია, რომ ასახოელებთან დაპირისპირების შემდეგ გიორგი ჯორჯაძემ ლეკებს ჩამოართვა 4600 სული ცხვარი, რომლებიც მათ კახელებს მოპარეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგა ქუთაისის ქართველ ებრაელთა დეპუტაცია და განუცხადა, რომ ისინი ქართველებად მიიჩნევენ თავს და ამის გამო თავის წარმომადგენელს არ ირჩევენ საბჭოში, ვინაიდან სრულ ნდობას უცხადებენ საბჭოს ქართველ წევრებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე ბერლინიდან თბილისში დაბრუნდა და საგანგებო მოხსენებით წარუდგა საქართველოს პარლამენტს გერმანიასთან დადებულ ეკონომიკურ ხელშეკრულებათა შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1-ლი ოქტომბრიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ოქტომბერში მიხეილ მაჩაბელი სიტყვით გამოვიდა მიწის საკითხის შესახებ ეროვნული საბჭოს სხდომაზე პარლამენტში მთავრობის დეკლარაციის განხილვისას. ამ სიტყვას ინტერესი ჰქონდა იმ ახალი რეფორმების გამო, რომელსაც მიწათმოქედების სამინისტრო ამზადებდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაკრინე ღლონტმა ბათუმში შეაგროვა 82 მანეთი, რომელიც თბილისში დაგეგმილი ლატარეა-ალეგრის გასამართავად უნდა გაეგზავნა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 12 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ვარ...-ის ხელმოწერით იპოლიტე ვართაგავამ გამოაქვეყნა წერილი „ნიმუში „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნობა-ფანატიკოსობისა“ (დასასრული).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ზავის პერსპექტივები“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ჯიხაიშში სკოლის მასწავლებელი ს. შენგელია მოსწავლეებს ბამბის დამპალი ძაფით მაგიდის ან სკამის ფეხზე აბამდა და თუ ძაფი გაწყდებოდა შემდეგ ლობიოს ან სიმინდის მარცვლებზე აჩოქებდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ჯიხაიშში სკოლის მასწავლებელი ს. შენგელია იმის მაგიერ, რომ მოსწავლეებისა და მათი მამებისთვის საჭირო წიგნების ყიდვა გაეადვილებინა 6 შაურიან წიგნებში 13 შაურს ახდევინებდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „სიტყვა ირაკლი წერეთლის საპასუხო“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს გიორგი ვეშაპელმა პარლამენტში ჯარზე კამათის დროს წარმოთქვა სიტყვა ირაკლი წერეთლის საპასუხოდ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ილია ჭყონიას წერილი „საინგილოს გასაჭირი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „თავდადებული მამულიშვილნი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „თბილისის გაქართულება“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ივანე ციციშვილის წერილი „სომეხ ლტოლვილთა კოლონიზაცია“.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის პირველი დეკემბრის „სახალხო საქმის“ მიხედვით ეკატერინე და ანასტასია იაკობის ასული ნიკოლაძეები იყვნენ დები.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია „დიდოელების არეულობა და კახეთი“.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ელ სექტემბერს გენერალ ლორის მელიქოვს მუხტარ ფაშას ადგილმდებარეობის თვალთვალის დროს მცირე შეტაკება მოსვლია ოსმალებთან, რომლის დროს ჩვენი ერთი ჯარისკაცი მოუკლავთ და 23 დაუჭრიათ.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 6 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი მოსკოველი მეგობრისადმი. ავტორი აღნიშნავს, რომ კოლეგიის რეგისტრატორ დავით გრიგოლის ძე ერისთავთან უნახავს ძველი საბუთი, ქსნის ერისთავებს რომ ეკუთვნოდა, რომლის მიხედვითაც ოსეთის მიწები ქსნის ერისთავებისთვის გადაუციათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევის უარის შემდეგ თავად შეადგინა ახალი განჩინება, რომლის თანახმად სასწავლებლის სახლების გასამართად სასულიერო პირებს თანხის შეწირვა აღარ ევალებოდათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევს მოსთხოვა 9 იანვარს შემდგარი დადგენილებიდან ამოეღო ის მუხლი, რომელიც სასწავლებლის სახლების გასამართად თანხის შეწირვას ეხებოდა, რაზეც ხელაევმა უარი განუცხადა თავმჯდომარეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 9 იანვარს თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობაზე დაადგინეს: 1) ადგილობრივი ოლქის სამღვდელოებისგან ხელახლა ამოერჩიათ სასწავლებლის გამგეობის ახალი წევრები; 2) გაენახლებინათ სასწავლებლის ბიბლიოთეკისთვის 10 შაურიანი შეწირულობა 3 წლის ვადით; 3) სასწავლებლის გამგეობისთვის სახლების გასამართად გადაეცათ 1600 მანეთი; 4) მასწავლებელ დ. ბერძენოვისთვის ჯამაგირი გაეზარდათ 100 მანეთით; 5) მღვდელ ი. ლაშხაუროვისთვის უარი გამოეცხადებინათ სასწავლებლის სასარგებლოდ ხარჯიდან განთავისუფლებაზე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 9 იანვარს გაიმართა თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს თიანეთის მღვდელი ს. ბოდაევი, ხოლო საქმისმწარმოებლად მიხეილ ხელაშვილი.