რეგისტრირებული ფაქტები50108
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, საზოგადოების ბუღალტერი იყო ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ საქართველოს ღარიბი მოქალაქეების დასახმარებლად უნდა გადაედოთ გარკვეული ოდენობის თანხა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 24 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, ვასილ ყიფიანი წიგნების ამკინძავი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ წიგნების ამკინძავ ვასილ ყიფიანისთვის გაზრდილი ფასი გადაეხადათ ბოლო პერიოდში ჩაბარებულ წიგნებში.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების ამკინძავ ვასილ ყიფიანის მოთხოვნა, რომ „აკიდოსა“ და „ახალი ისტორიის“ თითო ცალის აკინძვაში მიეცათ 150 მანეთი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის აზრი, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შემსწორებელ კომისიას წიგნის შესწორება 1–ელ მაისს უნდა დაესრულებინა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის აზრი, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ შემსწორებელი კომისიისთვის უნდა დაენიშნათ გასამრჯელო ან განსაზღვრული პროცენტის სახით წიგნის ნომინალი ფასიდან ან ფიქსირებული თანხა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის აზრი, რომ შექმნილიყო მცოდნე და გამოცდილი პედაგოგების კომისია, რომელიც შეასწორებდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ორივე ნაწილს თანამედროვე პროგრამისა და პედაგოგიური მოთხოვნების შესაბამისად. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის გამგის ლავრენტი ალექსანდრეს ძე სანაძის თხოვნა. მას სურდა ტრამვაის ქირა თვეში 750 000 მანეთი ყოფილიყო, თუმცა სხდომის დადგენილებით უარი ეთქვა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ოლღა ილიას ასული სოლოღაშვილი და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 24 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ მოსამსახურე პირებისთვის გასამრჯელოს გაზრდის საკითხი მიენდოთ პრეზიდიუმისთვის და დასკვნა წარედგინათ გამგეობისთვის. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ წიგნის გამომცემელ საზოგადოება „მერანისთვის“ ეთხოვებინათ წიგნების თაროები გამგეობის მიერ პირველივე მოთხოვნაზე დაბრუნების პირობით. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი და პავლე დავითის ძე საყვარელიძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 10 თებერვალს გამართГДШ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.