რეგისტრირებული ფაქტები50108
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია ათონის მთაზე არსებული წიგნის „აღაპნის“ შესახებ, რომელშიც მოხსენიებული იყვნენ ის პირები, რომლებმაც გარკვეული სახის დახმარება გაიღეს ეკლესიის მიმართ, მათ შორის იყვნენ ქართველები: ბაგრატ კურაპალატი, გიორგი მაგისტროსი, მარიამ დედოფალი, ბაგრატ კურაპალატის დედა და ა. შ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა „პროვინციალური წერილების“ მეორე ნაწილი, რომლის ავტორის ფსევდონიმია წაკოლა-ც. წერილის მეშვეობით შეგვიძლია გავეცნოთ გორის ბაზარში არსებულ სიტუაციას, ვაჭრების საჭორაო თემებსა და მეფაიტონეების ამბებს, რომლებიც მათი უხამსი საქციელის მიუხედავად ყოველთვის დაუსჯელები რჩებოდნენ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ რუსეთსა და ოსმალეთს შორის გამართულ ომში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც რუსი ჯარისკაცების გვერდით თავისი ღირსების, პატივისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. ქართველ ჯარისკაცებს დროშაზე ეწერათ შემდეგი სიტყვები: „ჩაგრულთა დასახსნელად და მჩაგვრელთა შესაკავებლად ამოიღო ხმალი იმპერატორმა“.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „პროვინციალური წერილების“ მეორე ნაწილი, რომლის ავტორის ფსევდონიმია წაკოლა-ც. წერილის მეშვეობით შეგვიძლია შევიტყოთ თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ვაჭრებს გლეხების მიმართ, რომლებიც დიდი შრომითა და წვალებით მოყვანილ მოსავალს ჰყიდნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, პეტრე დავითის ძე საყვარელიძე და იაკობ თომას ძე ციცნაძე.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილის წინადადებით, მთავარგამგეობას უფლება მისცეს სათანადო უწყების მიერ ახალი წესდების დამტკიცების დროს თუკი საჭიროება მოითხოვდა დათმობაზე წასულიყვნენ თუ, რასაკვირველია, მათ მიერ წესდებაში შეტანილი ცვლილებები არ იქნებოდა წინააღმდეგი საზოგადოების მიერ დასახული მთავარი მიზნისა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრები ერთხმად დასთანხმდნენ დავით კარიჭაშვილის წინადადებას წიგნსაცავ–მუზეუმების საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის გადაცემის შესახებ იმ შემთხვევაში თუკი დახურავდნენ საზოგადოებას.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რევოლუციური კომისარიატის თავმჯდომარე მთავარგამგეობას დაჰპირდა დახმარებას, რომ საზოგადოების დახურვის დადგენილება არ შესულიყო ძალაში კრების გამართვამდე და მათი ორგანიზაციისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხის განხილვამდე.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მთავარგამგეობამ რევოლუციური კომისარიატის თავმჯდომარეს სთხოვა საზოგადოების დახურვის დადგენილება არ შესულიყო ძალაში კრების გამართვამდე და მათი ორგანიზაციისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხის განხილვამდე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრნენ ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობას რევოლუციურმა კომისარიატმა თებერვლამდე დაწყებული წიგნების ბეჭდვის გაგრძელების უფლება მისცა, მაგრამ ზოგიერთი წიგნის დაბეჭდვა ბოლომდე ვერ მოხერხდა სტამბაში წიგნის ამწყობების არ ყოლის გამო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა გამგეობის მიერ შემუშავებული და მიღებული საზოგადოების ახალი წესდების პროექტი, რომელიც კრებამ ერთხმად დაამტკიცა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რევოლუციური კომისარიატის კომისრის ინფორმაციით, საზოგადოება იმიტომ დახურეს, რომ თავისუფლად წიგნის გამოცემისა და საქმიანობის შესახებ დეკრეტის გამოსვლიდან დიდი ხანი იყო გასული და საზოგადოებისთვის სახელი არ ჰქონდათ შეცვლილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ რევოლუციური კომისარიატის კომისარს ქუთაისის განყოფილების წარმომადგენლისთვის უცნობებია საზოგადოების დახურვის შესახებ ინფორმაცია.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც რევოლუციურმა კომიტეტმა გამოსცა დეკრეტი წიგნების თავისუფლად გამოცემისა და საქმიანობის შესახებ, მთავარგამგეობა შეუდგა ახალი საგამომცემლო გეგმის შედგენას და აპირებდნენ კომისარიატში წარდგენას, მაგრამ მოულოდნელად შეიტყვეს, რომ საზოგადოება დაკეტილი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დახურეს საზოგადოების მაღაზია და კანცელარია, რაც მთავარგამგეობამ შეატყობინა რევოლუციურ კომიტეტს, სთხოვა გაეცა განკარგულება გახნის შესახებ და კომისარიატის განკარგულებით კვლავ გახსნეს მაღაზია და კანცელარია.