რეგისტრირებული ფაქტები50834
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა წევრების სრულად არჩევიდან მეორე წელს ორი მესამედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილისთვის გაეზარდათ თვიური დახმარება 50 000 მანეთამდე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი იყო ბათუმის სკოლის ყოფილი გამგე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის ყოფილი გამგის ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილისთვის ერთდროული დახმარების მიცემის საკითხი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვარს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, დიმიტრის მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, ოლღა ილიას ასული სოლოღაშვილი, პავლე დავითის ძე საყვარელიძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 5 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა ყოველ წელს ერთი მესამედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა პირველ წელს ერთი მეორედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე ანასტასია მიხეილის ასულ წერეთელს უფლება მისცეს სახლში წაღებით ესარგებლა წიგნსაცავიდან „დროების“ 1882 წლის ნომრებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გენერალმა ფრიდრიხ ფონ კრესმა 1-ლ ოქტომბერს ინახულა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზია მდებარობდა ლორის მელიქოვის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი მოძრავი ანბანი, რომელიც ღირდა 1 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ყველანაირი ქართული წიგნი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს მასწავლებელი ალექსანდრა ივანეს ასული ხახიშვილი ამავე დროს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე დირექტორად აირჩიეს დავით ივანეს ძე ავალიშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ ზანდუკელი იყო დუშეთის მაზრის ხაზინადარი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ხოჯა ალი მახაჭკაძე ბათუმის ოთხგანყოფილებიან სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გლეხური სიმღერები ომზე და ვაჟკაცობაზე, რომლებიც რედაქციას დასაბეჭდად გადასცა ზაქარია ჭიჭინაძემ.