ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50103

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 დეკემბერს კონდრატე არჩილის ძე მხეიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის საერთო კრებაზე კომიტეტის წევრად აირჩიეს. 

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 დეკემბერს გაზეთ„სამუსულმანო საქართველოში“ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრმა კონსტანტინე საბახტარაშვილმა განსაკუთრებულ საქმეთა რწმუნებულს თხოვნით მიმართა, სტამბულიდან თათრულ-ფრანგული გაზეთები თბილისში გაეგზავნათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 დეკემბერსსახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ ბათუმში დადგა ვალერიან ლევანის ძე გუნიას „ორი გმირი“.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წელს გაზეთი „სამუსულმანო საქართველო“ ნიკოლოზ იაკობის ძე ხვინგიას სტამბაში იბეჭდებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ განდეგილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დომინიკა ერისთავის წერილი „რამე თუ შენ ხარ კლდე“.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს თავადაზნაურთა ყოფილი მარშალი, თავადი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, მისი ძმა დავით ბაგრატიონი და კიდევ სამი მემამულე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ ანტონის გასვენებას დაესწრნენ: სამხედრო მინისტი გრიგოლ გიორგაძე, გუბერნიის კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი, კათალიკოსის მოსაყდრე ლეონიდე, ეპისკოპოსი ამბროსი და საზოგადოება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამოქვეყნდა მეთაური წერილი „გერმანია და საქართველო“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით ვაჩნაძის წერილი „პური და ფქვილი საქართველოს ჯარს“.

1877

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით თომა ტურიევი ლაზარე ტურიევის ძმა იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წლის 15 სექტემბერს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად ნიკოლოზ მთვარელიშვილი აირჩიეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „სოციალ-დემოკრატია და მიწის საკითხი (დასასრული დ. ონიაშვილის პასუხისა)“.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებელი საგუბერნიო ციხეში მივიდა კალენიკე გოგიბერიძის დასაკითხად, მაგრამ ის ციხეში არ აღმოჩნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, გოგიბერიძე გაათავისუფლეს საბრალმდებლო ნაწილის ნებართვის გარეშე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, 2 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზმა საპასუხო ვიზიტით ინახულა გენერალი ფრიდრიხ ფონ კრესი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს წინარეხის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ეკატერინე გაბაშვილმა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი ექვთიმე თაყაიშვილი სოფელ გომარეთში ახალგახსნილი სკოლის დასათვალიერებლად ჩავიდა.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს თომა მიხეილის ძე კევლიშვილს საეკლესიო სამრევლო სკოლის მასწავლებლის წოდება ჰქონდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს გორის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული თედო რაზიკაშვილი ხელთუბნის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კალენიკე გიორგის ძე გოგიბერიძე თბილისის საბჭოს ხმოსანი იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის ნესტორის ძე კაკაბაძის თხოვნა თავისი წიგნის „საქართველოს ისტორიისთვის“ მისაცემი ჰონორარის – 25%–ის გარდა, მიეცათ კორექტურისა და დამატებითი სამუშაოსთვის გასამრჯელო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, ვინაიდან საზოგადოება დიდ გაჭირვებას განიცდიდა მიმიდინარე ხარჯების დასაფარად გაეყიდათ შემდეგი ნივთები: ბეჭედი, საათი, საბურნუთე, ქინძისთავი და საყურეები. დადგენილებას ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ სარგის ნესტორის ძე კაკაბაძისთვის მიეცათ გასამრჯელო წიგნის ნომინალი ფასიდან 20% და ცალკე – კორექტურის შესრულებისთვის.