რეგისტრირებული ფაქტები50103
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო კომისარიატის სტამბის წინადადება 5 300 000 მანეთის ორი კვირის განმავლობაში გადახდის შესახებ სარგის ნესტორის ძე კაკაბაძის წიგნის „ისტორიის“ აწყობისა და დაბეჭდვისთვის.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო კომისარიატის სტამბის წინადადება ორი კვირის განმავლობაში 1 422 000 მანეთის გადახდის შესახებ დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას წიგნის აწყობისა და დაბეჭდვისთვის.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე მღვდელ ლაზარე ტურაშვილისთვის საზოგადოებაზე ზრუნვას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის მხოლოდ იმ საქმეში იყო თავგამოდებული სადაც პირად სარგებელს ხედავდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარეს მღვდელ ლაზარე ტურაშვილს მმართველობაში მისი ძმა თომა ტურაშვილი ეხმარებოდა, თუმცა მათმა ერთობლივმა მმართველობამ ვერაფერი სიკეთე ვერ მოუტანა თელავის საზოგადოებასა და სასულიერო სასწავლებელს.
1918
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „კლდის“ ცნობით, 1918 წლის 12 ოქტომბერს კონსერვატორიის დარბაზში გიორგი მამრაძე წაიკითხავდა ლექციას „ქართლის ბედის უკუღმართობა და საქართველოს ტრაგიზმი“. მოხსენების შემდეგ უნდა გამართულიყო მსჯელობა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ოქტომბერს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძესთან ვიზიტად მყოფმა ოსმალეთის ელჩმა აბდულ ქერიმ ფაშამ აღნიშნა, რომ ოსმალეთის პრესა და პოლიტიკური წრეები საქართველოსთან მეგობრული განწყობის დამყარებას ემსახურებიან. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული პრესა, საქართველოს პოლიტიკური წრეები და ეროვნული საბჭოს ღირსეული თავმჯდომარე ოსმალეთთან კეთილმეზობლობისა და მეგობრობის განმტკიცებას ხელს შეუწყობენ.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 2 დეკემბერს კალენიკე გოგიბერიძემ საბრალდებო ოქმის წაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ იგი დამნაშავე არაა პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობასა და როტმისტრ სოხაძის მოკვლის განზრახვაში. მან განმარტა, რომ ჭიჭიკო რუხაძეს იარაღის ტარების ნებართვა სთხოვა, ამის გამო სოხაძემ და გაჩეჩილაძემ მოინდომეს მისი მოკვლა და მან თავდაცვის გამო გაისროლა, შედეგად დაიღუპა გაჩეჩილაძე და დაიჭრა სოხაძე.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 15 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფო ქონებათა გამგეობა თავისუფალი მამულების იჯარით გაცემის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა გლეხებს, რასაც ორმაგი ზარალი მოჰქონდა ქვეყნისთვის. მამულებს ხელში მოხერხებული მოვაჭრენი იგდებდნენ და დროულად არ იხდიდნენ მამულის იჯარას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს გომარეთის სკოლის საქმეზე გაგზავნილ ექვთიმე თაყაიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საგზაოდ 65 მანეთი გადასცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ნოემბერს გაიმართა სასამართლო ივანე ჯაფარიძის თავმჯდომარეობით, სილიბისტრო ჯიბლაძისა და კამისიოვის მონაწილეობით, რომელმაც დაიწყო პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობაში ბრალდებული კალენიკე გოგიბერიძის საქმის განხილვა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის ივლისში პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობის გამო პასუხისგებაში მისცეს თბილისის საბჭოს ხმოსანი კალენიკე გოგიბერიძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გენერალ-მაიორს, განჯის გუბერნატორ ნიკოლოზ ჭავჭავაძეს დიდი წვლილი მიუძღოდა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში, ასევე „ივერიის“ რედაქციაში, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში, გორში ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა აკაკი წერეთლის „გოგია მეჩონგურე“.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ნინა სოლომონის ასულმა ანდრონიკაშვილმა, ელენე ლუარსაბის ასულმა ანდრონიკაშვილმა, დავით კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილმა, ბაბო კონსტანტინეს ასულმა ჩოლოყაშვილმა და სოლომონ ასლანოვმა ითხოვეს, ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილმა, ანა ბესარიონის ასულმა მუსხელიშვილმა და ელენე ქრისტეფორეს ასულმა მუსხელიშვილმა ითხოვეს, რომ ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის განცხადება, რომ მზად იყო გამხადრიყო იმ საზოგადოების წევრი, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, რომლის მიზანი ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისთვის რიგიან სწავლასა და განათლების მიღებაში დახმარება იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა თონეთის მაზრაში დააარსა სასოფლო საამხანაგო ბანკი. მოსახლეობის განცხადებით, ასეთი კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე წინამძღოლი მათ არ ჰყოლიათ.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თონეთის მაზრის წინამძღოლი იყო.