ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51384

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ალექსი ავსაჯანაშვილმა, მიხეილ აიდაროვმა, გიორგი ამირიძემ, გიორგი აღნიაშვილმა, სოლომონ აროშიძემ, დავით აკოფოვმა, პავლე არჩვაძემ და იორდანე არჯინაშვილმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის წერილი, რომელშიც მადლობას უხდიდა ილია მირიანის ძე ჭყონიასა და გრიგოლ გურიელს, რომლებმაც დიდი ხარჯი გასწიეს და შეუცდომლად დაბეჭდეს „ქილილა და დამანა“.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებაში 9 მუდმივი წევრი იყო, ორი კი — საპატიო, მათ გარდა განყოფილებაში 120 წევრი ირიცხებოდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევნები გაიმართა. ამ წელსვე დაამტკიცეს საზოგადოების ახალი წევრებიც. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ბაქოს განყოფილების 1913 წლის ანგარიში და ხარჯთაღრიცხვა დაამტკიცეს. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილია ივლიანე ანჯაფარიძის განცხადება, რომ არცერთი საარჩევნო ჯგუფის წარმომადგენლობა არ სურდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ს. მეფისაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების მუდმივი წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მურთუზ მუხთაროვი და მ. მახარობლიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ. 

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ლევან მამულაიშვილი და ლეზი-ხანუმ მუხთაროვისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ. 

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს იაკობ მანსვეტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების საპატიო წევრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვანო საათაშვილმა პიესა „დასჯილი“ ქართულად თარგმნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბერში პეტრე ქუთათელაძე ფოთში მასწავლებლად მუშაობდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს კონსტანტინე ელიაშვილი და ნიკოლოზ ჯაყელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ. 

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს იოსებ დადიანი და ლევან თუმანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს თბილისის ახალ კლუბში კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილს კონცერტი უნდა გაემართა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ჯაჯუ ჯორჯიკიას სტატია „დეპუტატი“ გამოქვეყნდა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ალექსი დიდებაშვილმა, ალექსანდრე დეკანოზიშვილმა, ნიკოლოზ დიასამიძემ, ფილიმონ დავიდენკომ, მიხეილ ვარსიმაშვილმა, გლახა ვარდაშევმა, იაკობ ზედგენიძემ და გიორგი კალანდარიშვილმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში ფოთში მასწავლებელ პეტრე ქუთათელაძის თაოსნობით აირჩიეს კომისია, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა უნდა დაეარსებინა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე ტიტე კახიძე იყო, 136 წევრი ჰყავდა. 

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ბესარიონ ჯაიანის სტატია „სოციალ-დემოკრატების დამარცხება ბანძის არჩევნებში“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივლისში ბათუმის ქალაქის საბჭოში არჩევნების დროს მომხდარი დარღვევის გამო ქუთაისის გუბერნიის ქალაქის საქმეთა საკრებულომ სასამართლოს გადასცა ვოლსკი და ის ხმოსნები, რომლებმაც მისი თავმჯდომარეობით მონაწილეობა მიიღეს კენჭისყრაში.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – გაბრიელ კოკაშვილმა, დავით მოზდოკელოვმა, ივანე მრევლიშვილმა, ივანე ნადიბაიძემ, ალექსი ნავროზაშვილმა, დავით ნადიბაიძემ და გრიგოლ ვარდაშევმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1879

ტიპი: გარდაცვალება

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით თ. ნ. ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის უფროსი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივანე ბარაშვილი, ვლადიმერ ამაშუკელი და დავით ბენდელიანი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.