ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს სავლე იოსების ძე აბულაძე სოფ. კიცხის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამხედველი იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის სტატია „ერთგული მოხელეები“.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 17 ნოემბერს ნიკოლოზ დავითის ძე მაჭავარიანი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ნოემბერში ლუარსაბ მიხეილის ძე ყრუაშვილი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბარნაბ ივლიანეს ძე კორძაიას სამტრედიაში ფართლეულის მაღაზია „აბაროტი“ ჰქონდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჯაჯუ ჯორჯიკიამ „თავმოჭრილი დერვიში“ გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ხრესილის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრები სამკითხველოს გამგეს, ცაცა დარახველიძეს მოვალეობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებდნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ცაცა დარახველიძე ხრესილის აკაკის წერეთლის სახელობის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს რაჟდენ ობოლაძე და ნიკოლოზ სირბილაძე ხრესილის აკაკის სახელობის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრები იყვნენ.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე იყო დავით კარიჭაშვილი, მდივანი — ვარლამ ბურჯანაძე.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად ივანე გიორგობიანისა და ვასილ წულაძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 დეკემბერს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით ბაქოს განყოფილების წევრებს მისწერა, აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი ინტერესების მიუხედავად, ძველებურად განეგრძოთ მუშაობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 დეკემბერს დავით თედეშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმში აღნიშნა, რომ 1917 წლიდან ბაქოს განყოფილებამ საზოგადოების მთავარ გამგეობასთან ურთიერთობა შეწყვიტა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად ვარლამ ბურჯანაძისა და კალენიკე ქავთარაძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე მაჭავარიანი ადრე ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი და ინსპექტორი იყო.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის ნოემბერში ყარამან ბესარიონის ძე დათეშიძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად სერგო იაშვილისა და არჩილ ჯაჯანაშვილის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილება ქართული ეროვნული საბჭოს დაქვემდებარებაში გადავიდა. ფაქტი ხელმოწერით დავით თედეშვილმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული ეროვნული საბჭო დაარსდა. ფაქტი ხელმოწერით დავით თედეშვილმა დაადასტურა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 18 ნოემბერს ხონში არისტო ქუთათელაძის დასაფლავებას ბევრი ხალხი დაესწრო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს ალექსანდრე შანშიაშვილმა ხალხურ ზღაპრების მიხედვით აგებული ახალი პოემა – „სამი ძმა“ დაწერა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების – „ბედნიერი დღე“ და „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 დეკემბერს დავით თედეშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმში აღნიშნა, რომ ბაქოს განყოფილება სიმბოლურად არსებობდა.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: მალაქია ტოროშელიძე, გრიგოლ კუჭაიძე და შაბანოვი.