ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50444

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს გრიგოლ კვიცარიძე ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ისიდორე კვიცარიძე კანტორა „იმერეთის“ გამგე იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გიორგი ესტატეს ძე მუმლაძე სამტრედიაში ბუღალტრად მუშაობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თევდორე ჟორდანიამ სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 3. 55 მანეთის წიგნები შესწირა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 8 ნოემბერს სოფიო წულუკიძისა და ნიკოლოზ ზდანოვიჩის თაოსნობით უფასო ქალთა სასწავლებელი გაიხსნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილ იოსებ ფანცულიას მიერ ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნული იყო, რომ 1872 წელს ხონში ორკლასიანი სამინისტრო სკოლა დაარსდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს კლემენტი თოფურიძე და ივანე თურქია 17-ჯერ დაესწრნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ლეონტი გოცირიძე 30-ჯერ დაესწრო, დავით თედეშვილი კი — 28-ჯერ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს იოსებ დადიანი 12-ჯერ დაესწრო, სვიმონ კვიტაშვილი კი — 29-ჯერ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ვასილ ახვლედიანი 23-ჯერ დაესწრო, ვლადიმერ ახობაძე კი — 25-ჯერ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ვასილ ხუჭუა 33-ჯერ დაესწრო, სიო ჭანტურიშვილი კი — 17-ჯერ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებასთან დაარსებული იყო სასკოლო კომისია, დრამატული კომიტეტი და სამშენებლო ბიურო. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ივანე მაჩაბელმა სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 1. 60 მანეთის წიგნები შესწირა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გიორგი ქართველიშვილმა სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 13. 60 მანეთის წიგნები შესწირა, ვალერიან გუნიამ – 4. 50-ის, ივანე როსტომაშვილმა – 2. 90-ის, არჩილ დარეჯანაშვილმა – 60 კაპიკის, არისტო ქუთათელაძემ – 80 კაპიკის, იერემია გულისაშვილმა – მანეთის და ვასილ კარბელაშვილმა – 2. 25 მანეთისა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს დავით თედეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მდივანი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს მიხეილ კალანდარიშვილი 26-ჯერ დაესწრო, კონსტანტინე ლორთქიფანიძე კი — 2-ჯერ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს სერგო ღოღაბერიძე 28-ჯერ დაესწრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ალექსანდრე მაღალაშვილი 12-ჯერ დაესწრო, რაჟდენ ნაცვლიშვილი კი — 17-ჯერ.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ევგენი იოსების ძე კერესელიძე მათე იოსების ძე კერესელიძის ძმა იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის ლექსი „შეკითხვები სამშობლოსადმი“.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წელს პედაგოგი არისტო ვასილის ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა საფაროვა-აბაშიძისას და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით ოთხმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“ დადგა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძე ხონში ბევრი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ნოემბერს კავკავის ქართული სკოლის დარბაზში ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად საბავშვო სალიტერატურო საღამო უნდა გაემართათ. საღამოზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შესახებ მოკლე დახასიათება უნდა წაეკითხა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ვასილ წერეთელმა არისტო ქუთათელაძის ხსოვნის პატივსაცემად სტატია გამოაქვეყნა.