რეგისტრირებული ფაქტები46342
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი) ქუთაისისა და ძველი სენაკის სათავადაზნაურო პირველდაწყებითი სკოლების სამზრუნველოს წევრებად აირჩია შემდეგი პირები: მელქისედეკ გრიგოლის ძე ფაღავა, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, ვასილ გიორგის ძე წერეთელი, ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი, გიორგი ლევანის ძე ქავთარაძე, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი და პეტრე იოსების ძე ყიფიანი.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორ დ. ქუთათელაძის ხელმოწერილ ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირად საქმეში ეწერა, რომ ის სამი წელი არ მუშაობდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძეს ჰყავდა მეუღლე მარიამ გიორგის ასული ყიფიანი და სამი შვილი: თინათინი (დაიბადა 1911 წლის 23 ივნისს), მიხეილი (დაიბადა 1912 წლის 14 დეკემბერს) და ვლადიმერი (დიბადა 1914 წლის 15 ივლისს).
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 19 ივნისს ხონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის განკარგულებით (N1083) ვლადიმერ აბაშიძე საქმისმწარმოებლად დაინიშნა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და მდივანი კონსტანტინე აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ფოთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლების გაფიცვის საკითხი გამოსარკვევად გრიგოლ ნათაძისთვის გაეგზავნათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის, გრიგოლ ნათაძის მიერ შემუშავებული ფიზიკური ობსერვატორიის ხარჯთაღრიცხვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე კერძო საშუალო სასწავლებელთა დებულებების შედგენა გრიგოლ ნათაძეს დაავალეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 2 იანვრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ გ. კობახიძისთვის პენსიის გაზრდის საკითხი და დაადგინეს, სიძვირის გამო მისთვის დამატებით დაენიშნათ კლასის დამრიგებლის თანაშემწის გაზრდილი პენსია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და მდივანი კონსტანტინე აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნ. მახათაძე 1919 წლის 27 მაისს ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვს აცნობოს, ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთ აქვთ თუ არა რომელიმე საგნის სწავლების უფლება საშუალო სასწავლებლის ყველა კლასში.
1919
ტიპი: ავტორობა
თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (საქმის მწარმოებელი თ. ლაფერაშვილი) 1919 წლის 15 მაისს ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვდა ეცნობებინა, თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ჰქონდათ თუ არა უფლება ესწავლებინათ საშუალო სკოლის ყველა კლასში და აეღოთ ისეთივე ჯამაგირი და დამატებები, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირებს.
1917
ტიპი: თანამდებობა
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917/1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კომერსანტი მიხეილ გიორგის ძე ბაშარული სამეურნეო საბჭოს წევრი იყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 24 მაისს დირექტორი ვუკოლ ბერიძე (საქმისმწარმოებელი მ. ბერძნიშვილი) თბილისის კომერციული სასწავლებლის დირექტორს, ნ. მახარაძეს სთხოვს, აცნობოს, რომელი საგნის მასწავლებელს გულისხმობს, როცა სამინისტროს ეკითხება, ქალთა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ჯამაგირის და ხუთწლეულების მიღების უფლებების შესახებ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, 1911 წლიდან ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (დირექტორი) სამეურვეო საბჭოს მუდმივი წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კომერსანტი ნოე სიმონის ძე ძიძიშვილი 1917 წლის 4 მაისიდან სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ნოემბრიდან ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე თბილისის მე-2 კომერციული სასწავლებლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მისი ანაზღაურება შედგენდა 6 000 მან.
1912
ტიპი: თანამდებობა
ბარბარე გიორგის ასული ამბრიევა იყო თბილისის II კომერციული სასწავლებლის ბუნების ისტორიისა და საქონელმცოდნეობის მასწავლებელი 1912 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მისი ხელფასი შედგენდა 3 148 მანეთს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 იანვრიდან სოლომონ იასონის ძე ახვლედიანი თბილისის II კომერციული სასწავლებლის ფრანგული ენისა და ალგებრის მასწავლებელი იყო და მისი წლიური ხელფასი 1320 მანეთს შეადგენდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
ისიდორე გივის ძე კოსტავა თბილისის II კომერციული სასწავლებლის ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებელი 1911 წლის 10 ოქტომბრიდან იყო. მისი წლიური ხელფასი 1320 მანეთს შეადგენდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
იოსებ გიორგის ძე ავალოვი თბილისის II კომერციული სასწავლებლის მათემატიკისა და კომერციული არითმეტიკის მასწავლებელი 1916 წლის 20 აგვისტოდან იყო. მისი წლიური ხელფასი 1560 მანეთს შეადგენდა.