რეგისტრირებული ფაქტები46342
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომაზე მიწისმზომელთა სასწავლებლის გაეროვნების საკითხის შესახებ დაადგინეს: სასწავლებელი იმავე შენობაში და პირობებში დარჩეს, რომელშიც იმყოფება, მომავალი წლიდან გაეროვნდეს 1-ლი კლასი, შესასვლელი გამოცდები იყოს ქართულ ენაზე და 1-ლ კლასში ყველა საგანი ქართულად ისწავლებოდეს. სასწავლებელი თანდათანობით უნდა გაეროვნდეს; მთავარგამგეს დაევალოს შესაფერის მასწავლებელთა მოწვევაზე ზრუნვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომაზე მოისმინეს ებრაელთა საზოგადოების თხოვნა კერძო საშუალო ტექნიკუმის გახსნის თაობაზე. მათ ნება მიეცათ ქართლში გახსნან სასწავლებელი იმ პირობით, რომ იქ ქართული ენა ისწავლებოდეს. სკოლის გახსნის საკითხს მინისტრი მას შემდეგ გადაწყვეტდა, თუ აღნიშნული სასწავლებელი დაიმსახურებდა საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღებას.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ელენე ტუსენ-შარაშიძეს უნდოდა შეესრულებინა დავით შარაშიძის ანდერძი და შვილები საფრანგეთიდან საქართველოში წაეყვანა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წლის 8 ივნისს სამსონ ფირცხალავამ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ მის ძმიშვილს, გოგი შარაშიძეს, საფრანგეთში „დედა ენას“ აკითხებდა და წერას ასწავლიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება სოჭის ოლქის სახალხო სკოლების შენახვის შესახებ. დაადგინეს, გაეხსნას განათლების მინისტრს 10-მილიონიანი ფონდიდან 100 000 მ. კრედიტი სოჭის სახალხო სკოლების შესანახად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლი ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს პროვინციის მასწავლებელთა ჯამაგირებით დაკმაყოფილების საკითხი. დაადგინეს: ფინანსთა მინისტრს დაევალოს, პროვინციის მასწავლებლებს დაუყოვნებლივ მისცეს ჯამაგირები, ოღონდ ეს მოხდეს სამხედრო სამინისტროს დაკმაყოფილების შემდეგ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 აგვისტოს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია ჩოხატაურის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლისთვის კ. ერისთავისგან მამულის შეძენის შესახებ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 15 იანვრიდან ალექსანდრე ფელიქსის ძე პოტემკოვსკი თბილისის II კომერციული სასწავლებლის არითმეტიკის მასწავლებელი იყო. მისი წლიური ხელფასი 1210 მანეთს შეადგენდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 1-ლი სექტემბრიდან სერგეი ფეოხტისტეს ძე ტიხომიროვი თბილისის II კომერციული სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი შედგენდა 3 090 მანეთს.
1917
ტიპი: თანამდებობა
ნიკოლაი ნიკოლაის ძე ბოსინი იყო თბილისის II კომერციული სასწავლებლის პრაქტიკული ეკონომიკის მასწავლებელი 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მისი ხელფასი შედგენდა 770 მანეთს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ, ტერეზა მაჭავარიანმა მისწერა, რომ ფატი ხუნდაძემ 1916 წლის იანვარში დაგეგმილი სალიტერატურო დილისთვის თამარ იოსელიანს „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ თემის დაწერა დაავალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ფატი ხუნდაძემ 1916 წლის იანვარში დაგეგმილი სალიტერატურო დილისთვის ტერეზა მაჭავარიანს დაავალა დაეწერა თემა: „როგორი შეხედულება აქვთ ქართველ მწერლებს პოეზიაზე და მის დანიშნულებაზე“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ვალერიან შალიკაშვილის დასახმარებლად ქუთაისში დაიდგა სპექტაკლი „უნიადაგონი“.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი სამსონ თათარაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 29 ნოემბერს ევგენი გეგეჭკორი, კავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე და შრომის კომისარი, მოხსენებით გამოვიდა სხდომაზე, სადაც რაიონული ეკონომიკური ხელისუფლების შექმნის საკითხი განიხილებოდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივანე ბ–ს ძე გაგუა, სტეფანე გაბესკირია, ჩაგუ გვასალია, ბესარიონ გაბუნია, მენიკი ს.- ს ასული გრიგოლიასი, ალექსანდრე გრიგოლია, ილიკო გერსამია, სარდიონ ესტატეს ძე გობეჩია და სპირიდონ ივანეს ძე დუნდუა.
1908
ტიპი: თანამდებობა
ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ კავკასიის ოლქის მზრუნველობის განკარგულების თანახმად ვლადიმერ აბაშიძე ასწავლიდა გიმნასტიკასა და სამხედრო ვარჯიშს ამავე გიმნაზიაში 1908 წლიდან 1917 წლამდე. ნამსახურეობის სიის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე რუსეთის ფიზიკური და სასპორტო მთავარგამგის დეპეშის განკარგულების თანახმად, ხონის სამხედრო-სასპორტო კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა. ნამსახურეობის სიის დედანთან სისწორეს ხელმოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვლადიმერ აბაშიძე.