რეგისტრირებული ფაქტები51113
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 1-ელი სექტემბრიდან სერგეი ფეოხტისტეს ძე ტიხომიროვი თბილისის II კომერციული სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი შედგენდა 3 090 მანეთს.
1917
ტიპი: თანამდებობა
ნიკოლაი ნიკოლაის ძე ბოსინი იყო თბილისის II კომერციული სასწავლებლის პრაქტიკული ეკონომიკის მასწავლებელი 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მისი ხელფასი შედგენდა 770 მანეთს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ, ტერეზა მაჭავარიანმა მისწერა, რომ ფატი ხუნდაძემ 1916 წლის იანვარში დაგეგმილი სალიტერატურო დილისთვის თამარ იოსელიანს „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ თემის დაწერა დაავალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ფატი ხუნდაძემ 1916 წლის იანვარში დაგეგმილი სალიტერატურო დილისთვის ტერეზა მაჭავარიანს დაავალა დაეწერა თემა: „როგორი შეხედულება აქვთ ქართველ მწერლებს პოეზიაზე და მის დანიშნულებაზე“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ვალერიან შალიკაშვილის დასახმარებლად ქუთაისში დაიდგა სპექტაკლი „უნიადაგონი“.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი სამსონ თათარაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 29 ნოემბერს ევგენი გეგეჭკორი, კავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე და შრომის კომისარი, მოხსენებით გამოვიდა სხდომაზე, სადაც რაიონული ეკონომიკური ხელისუფლების შექმნის საკითხი განიხილებოდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივანე ბ–ს ძე გაგუა, სტეფანე გაბესკირია, ჩაგუ გვასალია, ბესარიონ გაბუნია, მენიკი ს.- ს ასული გრიგოლიასი, ალექსანდრე გრიგოლია, ილიკო გერსამია, სარდიონ ესტატეს ძე გობეჩია და სპირიდონ ივანეს ძე დუნდუა.
1908
ტიპი: თანამდებობა
ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ კავკასიის ოლქის მზრუნველობის განკარგულების თანახმად ვლადიმერ აბაშიძე ასწავლიდა გიმნასტიკასა და სამხედრო ვარჯიშს ამავე გიმნაზიაში 1908 წლიდან 1917 წლამდე. ნამსახურეობის სიის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე რუსეთის ფიზიკური და სასპორტო მთავარგამგის დეპეშის განკარგულების თანახმად, ხონის სამხედრო-სასპორტო კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა. ნამსახურეობის სიის დედანთან სისწორეს ხელმოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვლადიმერ აბაშიძე.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წელს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის პედაგოგი ვლადიმერ აბაშიძე სამსახურიდან საკუთარი განცხადებით წავიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 იანვარს განათლების სამინისტრო ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორ დ. ქუთათელაძეს გასული წლის 19 დეკემბრის N96 წერილის პასუხად სწერდა, რომ ვლადიმერ აბაშიძეს მთელი სამსახური ჩაეთვლება პენსიისთვის იმ შემთხვევაში, თუ მას შეტანილი აქვს ან შეიტანს სათანადო პროცენტებს მიღებული ჯამაგირიდან საპენსიო ფონდისთვის ხაზინაში. ხუთწლეულების დამატება კი ჩაეთვლება მხოლოდ შტატების სამსახურიდან. ამის შესახებ ცნობების დაუყოვნებლივ სამინისტროში წარდგენას სთხოვდნენ. ხელს აწერენ: მთავარგამგე ნათაძე და საქმის მწარმოებელი აბესაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 მარტს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს 1919 წლის 21 იანვრის N419-ით მიწერილის პასუხად აცნობებს, რომ ვლადიმერ აბაშიძეს შეაქვს ხაზინაში საპენსიო ფონდში ჩასარიცხად 49 მანეთი სხვადასხვა ანგარიშით. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 მარტს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს 1919 წლის 21 იანვრის N419-ით წერილის პასუხად ატყობინებდა, რომ ხელმეორედ ითხოვს გასული წლის 19 დეკემბრის N96-ით შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. ასევე, იტყობინება, რომ ვლადიმერ აბაშიძეს ხაზინაში საპენსიო ფონდში ჩასარიცხად შეაქვს 49 მ. აბაშიძე მსახურობდა ,,ვოლნოპრედელიავშად" სოხუმის პოლკში 1893 წლის 12 სექტემბრიდან 1896 წლის 20-მდე. ეს სამსახური კანონის თანახმად ეთვლებოდა საპენსიო თანხაში. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 მარტს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორმა დ. ქუთათელაძემ საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს 1919 წლის 21 იანვრის N 419-ით მოწერილის პასუხად აცნობა, რომ ვლადიმერ აბაშიძემ საპენსიო ფონდის ხაზინაში ჩასარიცხად 49 მანეთი შეიტანა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 მარტს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორმა დ. ქუთათელაძემ საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ვლადიმერ აბაშიძემ ხაზინაში საპენსიო ფონდში ჩასარიცხად 49 მანეთი შეიტანა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ბაქოს ფილიალი (გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი - სვიმონ კვიტაშვილი) სთხოვს მთავარ გამგეობას - მომავალ საერთო კრებაზე განიხილონ საკითხი წესდებაში ახალი მუხლის შეტანის თაობაზე, რომლის ძალითაც საზოგადოებასა და მის განყოფილებებს უფლება მიეცემათ სკოლის მოსწავლეთა და კერძო პირთათავის გახსნან საღამოს კურსები მშობლიურ ენაზე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 24 მარტს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს 1919 წლის 21 იანვრის N419-ით მიწერილის პასუხად აცნობებს, რომ ვლადიმერ აბაშიძეს ხაზინაში საპენსიო ფონდში ჩასარიცხად შეაქვს 49 მ. ანგარიშით: 1907 წლის 15 ივლისიდან 1917წლის 15 ნოემბრამდე მსახურობდა ხონის ვაჟთა გიმნაზიაში შტატის საქმის მწარმოებლად და იქ იხდიდა სათანადო გადასახადს საპენსიო თანხაში. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქუთაისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს მიმდინარე წლის 22 მარტის N99 მინაწერის პასუხად სწერენ, რომ საჭიროა აცნობონ სამინისტროს სად შეიტანა ვლადიმერ აბაშიძემ საპენსიო ფონდში ჩასარიცხი ფული, აგრეთვე, ნომერი შესატანი ბარათის. მას ჯარისკაცად ნამსახურეობის დრო ხუთწლეულებში არ ჩაეთვლება, პენსიისთვის ჩათვლა კი შემდეგში მოხდება, როდესაც ვლადიმერ აბაშიძე პენსიას დაიმსახურებს და მის მიღებას მოისურვებს. ხელს აწერენ: მთავარგამგე გ. ნათაძე და საქმის მწარმოებელი ნიკ. აბესაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 აპრილს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორ დ. ქუთათელაძეს აცნობებდ, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საქმისმწარმოებელ ვლადიმერ აბაშიძეს სამსახური ჩაეთვალა სახალხო განათლების სფეროში 1907 წლიდან. ბრძანება N99-ს ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე.