ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გიორგი ბრეგვაძემ ციხის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს მანეთ-ნახევრის წიგნები შესწირა, აპოლონ ცინცაძემ – ორმანეთ-ნახევრისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელის სტატია იმერეთის შესახებ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. პ. პობედონოსცევი იყო წმინდა სინოდის ობერპროკურორი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მეორედ იბეჭდებოდა გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი თხზულება „საუკეთესო ცოდნა ცხოვრებაში“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „მწყემსის“ ინფორმაცია, რომ კ. პ. პობედონოსცევი და ვლადიმერ კარლოსის ძე საბლერი თბილისიდან გელათის მონასტრის სანახავად მიემგზავრებოდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი (ხელაევი) იყო მღვდელი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე-2 და მე-3 თავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „მძარცველები“ და „დღის ავაზაკები“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის სკოლის ინსპექტორად ვასილ როსტომის ძე ყიფიანის ნაცვლად იგეგმებოდა ალექსი ჭიჭინაძის მოწვევა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის სკოლის ინსპექტორმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ავადმყოფობის გამო თანამდებობა დატოვა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძეს ქუთაისში თავისი ნაკვეთი სურდა თეატრის მოსაწყობად გამოეყენებინა, რაც შესთავაზა ქალაქის გამგეობას, თუმცა უარი მიიღო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე ქუთაისში ფლობდა ნაკვეთს, რომელსაც ყოველწლიურად 100 მანეთად ქირაობდნენ პირუტყვის დასაკლავად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძეს სურდა ქუთაისის თეატრის შენობის რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობის აღება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკს შემოსავალი რუსეთის იმპერიის მასშტაბით ჰქონდა და თუკი იგი 500-600 მილიონს სესხად გასცემდა, 0,25%-იანი კრედიტით წლიურად 1 250 000 ან 1 500 000 მანეთი ექნებოდა მოგება, რაც სრულიად საკმარისი იყო ხარჯების დასაფარად. ამ მონაცემებით სახელმწიფო ბანკის კერძოსთან შედარება არც შეიძლებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკაკი წერეთლის ლექსები რუსულ ენაზე ითარგმნა და უახლოეს დღეებში დაიბეჭდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასულ წელს ვარლამ ივანეს ძე ჭილაძეს სურდა მწერლების თხზულებების კრებული გამოეცა, მაგრამ ვერ მოხერხდა, უცნობია, რამ შეუშალა ხელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკი კერძო ბანკთან შედარებით უფრო დაბალ 0,25%-იან კრედიტს სთავაზობდა თავადაზნაურობას, რადგან სახელმწიფოს ხაზინაში ჰქონდა ფინანსური რესურსი ბანკის მართვა-გამგეობისთვის ცალკე გადაედო თანხა, ზარალისთვის – ცალკე და სათადარიგო თანხაც ჰქონოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ყოველწლიურად 1,5% გარდა სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რომლის იმედად 1883 წელს ბანკის გამგეობამ კრებაზე ითხოვა კრედიტის 0,5%-ით გაიაფება, თუმცა თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 სექტემბერს წმ. ნინოს სასწავლებლის აქტის წაკითხვის დროს ივანე ალექსის ძე ჩითახოვმა სასწავლებლის საქველმოქმედო საზოგადოების რჩევის განყოფილების თავმჯდომარეს განუცხადა, რომ ყოველწლიურად სასწავლებელს 100 მანეთს შესწირავდა, რისთვისაც ჩითახოვს მადლობა გადაუხადეს რჩევის წევრებმა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ს. აბესალომოვმა მამის სახსოვრად თბილისის სახელოსნო სასწავლებელს 5000 მანეთი შესწირა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ს. აბესალომოვი იყო არქიტექტორი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს თავისი შედგენილი ქართული წერის პალეოგრაფიული რუკა უნდა გაეგზავნა მოსკოვში, რათა იქ ლიტოგრაფიით დაებეჭდათ მოსკოვის არქეოლოგიურ გამოცემაში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკში კრედიტის გასაიაფებლად უნდა დაეკლოთ პროცენტი ორი ტიპის შენატანზე: სარგებელ სამატსა და ბანკის სარგებელზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის მიერ შედგენილ ქართული წერის პალეოგრაფიულ რუკაში მოცემული იყო უძველესი, მეათე საუკუნეში გამოყენებული მხედრული ანბანი, რომელიც რთულად იკითხებოდა.