რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 მაისს აკურთხეს ახალი სამხედრო საკათედრო ტაძარი, რომელიც თბილისში, კავკასიის მთავარმართებლის სასახლის გვერდით მდებარეობდა. კურთხევას დაესწრნენ გრიგორ გოლიცინი და ივანე ამილახვარი. აგრეთვე სხვა სამხედრო დაწესებულებათა უფროსები და მოხელეები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 მაისს მუშტაიდის ბაღში დანიშნული იყო „ლატარია-ალეგრი“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად. მათ, ვისაც სურდათ ამ ლატარიისთვის ნივთების შეწირვა, უნდა გაეგზავნათ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისთვის ან საზოგადოების წიგნის მაღაზიაში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 10 იანვარს, 21 საათზე ქართული კლუბის თეატრში გაიმართებოდა ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავას საოჯახო საღამო, სადაც რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა ფარსს და კონცერტს, მონაწილეობდნენ: ალეშკო, ზალიპსკი, ისეცკი, ილჩენკო და სხვა. ბოშათა რომანსებს წარმოადგენდა ანა ორლოვა, დეკლამაციას – სატინა, მოთხრობებს – იბ. ნიროვი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 სექტემბერს დანიშნული იყო მომრიგებელი სასამართლოს პროცესი, სადაც უნდა განეხილათ გაზეთ „დროების“ კორესპონდენტის ქაიხოსრო გელოვანისა და რედაქტორის ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ რაჭის ბოქაულისთვის ალექსანდრე წულუკიძისთვის ცილისწამების საკითხი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის კრებაზე განცხადებული მოსაზრება, რომ რამდენიმე წლის გამოცდილებით სკოლაში სწავლის პროცესის უკეთ წარმართვისათვის უმჯობესი იყო მუდმივი მასწავლებლის დანიშვნა პროგიმნაზიულ კლასებშიც კი და თუ ყველა საგნებისთვის არა ზოგიერთისთვის მაინც.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის მიერ კრებაზე განცხადებული მოსაზრება, რომ ამავე წელს პროგიმნაზიულ მეოთხე კლასში სწავლობდა 10-მდე მოსწავლე, რომელთაგან 7 მაინც მეხუთე კლასში უნდა გადასულიყო, რადგან თავისუფლად შეეძლოთ მაღალი კლასის პროგრამის ათვისება.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელმა დიმიტრი ჯანაშვილმა, რომელიც ქალაქ ნუხაში (შაქი) მოღვაწეობდა შეადგინა ვრცელი წერილი ქრისტიანობის მდგომარეობის შესახებ საინგილოში და დაბეჭდვის ნებართვის ასაღებად წარუდგინა ეგზარქოსს, რომელმაც ნება დართო მას ზოგიერთი ადგილების გამოკლებით დაებეჭდა ეს წერილი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის განცხადება, რომ სკოლაში ინსპექტორს პროგიმნაზიული და მოსამზადებელი კლასების გარდა სამეთვალყურეოდ ჩაბარებული ჰქონდა პანსიონიც, სადაც 63 მოსწავლე სწავლობდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის განცხადება, რომ სკოლაში ინსპექტორი განაგებდა ოთხ მოსამზადებელ და ოთხ პროგიმნაზიულ კლასს, რომლებსაც სექტემბრიდან შეიძლებოდა მეხუთე კლასიც დამატებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონში მოსწავლეების ფულადი დახმარების ხარჯი შეადგენდა 305 მანეთს, რომელიც იმ წელს ფინანსების სიმცირის გამო გამგე-კომიტეტმა შეამცირა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასული წლის მაისში პანსიონში გავრცელდა წითელას ვირუსი, რომელიც მოკლე დროში გაძლიერდა და სკოლის გამგე-კომიტეტი იძულებული გახდა დაეჩქარებინა არდადეგების გამოცხადება.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ პანსიონში მოსწავლეების კვება, ჩაცმა-დახურვა და ჰიგიენური პირობები გასულ და იმ წელს მსგავსი იყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით შესუსტებული იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონში შემოსატანი სწავლის საფასურის ვალი მშობლებს ჯამში ჰქონდათ 4653 მანეთი და 86 კაპიკი, რომლიდან იმ სასწავლო წლიდან შემოიტანეს 1416 მანეთი და 6 კაპიკი, შემოსატანი ვალის სახით კი დარჩა – 3237 მანეთი და 80 კაპიკი.