ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ნოემბერს დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს თანამშრომლებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვეს, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად ბესარიონ ჩომახიძის ნაცვლად ივანე ლეჟავა დაენიშნათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ნოემბერში პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას ვლადიკავკაზის სკოლის გამგის თანამდებობიდან განთავისუფლება სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ნოემბერს თევდორე რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, ხელთუბნის სკოლისთვის გაეგზავნათ 2.75 მანეთის ნივთები: 5 „დედა ენა“, 2 „საღმრთო ისტორია“ და წითელი მელანი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანმა (წყალტუბელმა) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თავისი წიგნის „საქართველოს წმინდანების“ ყიდვა სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: იაკობ გოგებაშვილის „ბურჯი ეროვნებისა“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა“ – მთარგმნელი იოსებ დავითის ძე ცისკარიშვილი, „ვეფხისტყაოსანი“ და „ვეფხისტყაოსანი ყრმათათვის“.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობის სახით მიიღო 1000 მანეთი ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა კრებისგან, 100 მანეთი – თბილისის საკრებულოსგან, 1000 მანეთი – ერევანში გამართული საღამოს შემოსავლიდან, ტირაჟში გამოსული ბილეთების ფასი 267 მანეთი და 62 კაპიკი, წიგნების გაყიდვით შემოსული შემოწირულობა 101 მანეთი და 51 კაპიკი. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: „აზიის მნათობი“, ვაჟა-ფშაველას „ამოდის, ნათდება“, ილია ჭავჭავაძის „აჩრდილი“, პოლ ბერის „ბუნების ცოდნა“, ჰენრიკ სენკევიჩის „ბარტექ ძლევამოსილი“ –მთარგმნელები ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძე და თამარ კონსტანტინეს ასული ლორთქიფანიძე.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: პოლიტიკური ეკონომიის ნაწყვეტები, საქართველოს კალენდარი, ფიზიკური გეოგრაფია, ამბავი ცხოველთა სამეფოსი, ქართველ პოეტთა რჩეული ლექსები, ქართული სიმფონია, ქართული სახალხო სიმღერები, „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ახალი ვარიანტი და რაფიელ ერისთავის „ასპინძის ომი“. აღნიშნული ხელმოწერით დაადასტურა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 28 დეკემბერს სტიპენდიატმა გერონტი ქიქოძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 25 მანეთი სთხოვა. გამგეობამ უარი უთხრა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გაიმართა, რომელსაც 172 ნამდვილი წევრი დაესწრო. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების სამინისტრომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სწავლების ყველა საფეხურის გაეროვნებასთან დაკავშირებით დამფუძნებელ კრებას მასწავლებელთა გადამზადებისთვის – 150 000 მანეთი, ხოლო ქართული სახელმძღვანელოების გამოსაცემად 200 000 მანეთი სთხოვა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში სწავლა დაიწყო 12 ოქტომბერს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულდა პირველ ივნისს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელის თხოვნა, რომ საზოგადოებას განეხილა და შეესყიდა მისგან 200 მანეთის „ქართული წერის დედანი“. საზოგადოება თუ არ შეისყიდდა 200 მანეთის დედანს, მაშინ ანთიმოზ ჯუღელისთვის უნდა ესესხებინა 200 მანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შრომა წყალში ჩაეყრებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 19 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და სამუზეუმო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მუზეუმისთვის ადგილი (ფიქრის გორად წოდებული) 4666 საჟენი ი. ზ. სვანიშვილისაგან შეეძინათ. ამ საქმის განხორციელება მიენდო სამუზეუმო კომისიას, ხოლო ნასყიდობის ქაღალდი უნდა გაფორმებულიყო წერა-კითხვის საზოგადოების სახელზე. სხდომის ჟურნალს ხელს აწერენ: ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ჯორჯაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი და შიო არაგვისპირელი (დედაბრიშვილი).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამგეობას მიმართა, მესამედ გამოეცათ აკაკი წერეთლის ნათარგმნი ი. კრილოვის არაკები. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, თუ სამუზეუმო კომისია ოლღასა და წყნეთის ქუჩების შუაში მდებარე ადგილს საზოგადოების მუზეუმისთვის შეიძენდა, საჭირო იყო მოსაზღვრე ვაჭრის მიწის სახლიანად შეძენაც, რომელსაც ის 40 000 მანეთად აფასებდა. მიწის სიძვირისა და სიმცირის გამო სამუზეუმო კომისიამ ამ გეგმაზე უარი თქვა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და ალ. პ. სარაჯიშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 250 კვადრატული საჟენი იყო, ვერ განხორციელდა საზოგადოების მუზეუმთან დაკავშირებული გეგმა, რომელიც განსვენებულმა დავით სარაჯიშვილმა თავის არქიტექტორს ბერლინში შეადგენინა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სიმონ კლდიაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, მუზეუმის შენობის აგება დაგვიანდა. სამუზეუმო ნივთები სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ ოთახში იყო მოთავსებული, უნდა დაელაგებინათ და ისევ იმავე ოთახში განეთავსებინათ. საჭირო იყო ოთახის გარემონტება და ვიტრინების გაკეთება. მისი აზრით, გამგეობას უნდა აერჩია სამუზეუმო კომისია, რომელიც ამ საქმეს უხელმძღვანელებდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მეჯვრისხევის სამეურნეო სკოლის მასწავლებლის პასუხი სკოლის მდგომარეობის შესახებ. მეჯვრისხევის სამეურნეო სკოლას ჰქონდა პანსიონი, სადაც ათი პანსიონერი სწავლობდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ საზოგადოება გორის სამასწავლებლო სემინარიაში ვერ გააგზავნიდა სტიპენდიატებს, რაც სემინარიის დირექტორისთვის უნდა ეცნობებინათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოიწონეს ნიკოლოზ (ნიკო) ცხვედაძის მიერ ბავარიიდან გამოგზავნილი საკლასო ავეჯის მოდელი და სთხოვეს მას საზოგადოებისთვის გადაეცა ავეჯის მოდელის ღირებულებისა და გამოგზავნის ხარჯების ანგარიში, რათა ხარჯი აენაზღაურებინათ მისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულდა 20 მაისს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლა დაიწყო 5 სექტემბერს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ანტონ ცეცხლაძის ცნობით, 1881 წლის 23 ნოემბრისთვის სოფელ შემოქმედის სკოლაში სწავლობდა 75 მოსწავლე, 65 ვაჟი და 10 ქალი.