რეგისტრირებული ფაქტები51387
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით მაისში გაიმართებოდა მიხეილ ერისთავის საქმის განხილვა, რომელსაც ბრალდებოდა უფლებამოსილების გადაჭარბება და სხვა დანაშაულები.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიაში“ განიხილეს თუ როგორ ითამაშეს 1888 წლის 14 თებერვალს წარმოდგენილი სპექტაკლები „გემრიელი ლუკმა“ დავით ერისთავის მიერ თარგმნილი რუსულიდან და რაფიელ ერისთავის „ბიძასთან გამოხუმრება“ შემდეგმა მსახიობებმა: კ. მაქსიმიძემ, ქ. ანდრონიკოვისამ, ვასილ აბაშიძემ, კონსტანტინე ყიფიანმა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისამ და ა. შ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის პირველ მარტს ივანე ანდრიას ძე ელიოზოვმა გამოსცა ჟურნალ „მნათობის“ პირველი ნომერი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ლ. ხიდდეკელისა და გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა გრიგოლ ტატიშვილის მიერ შედგენილი წიგნი „კანვაზედ საკერი ქართული ანბანი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 თებერვალს წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატალია საფაროვა-აბაშიძისა, კონსტანტინე ყიფიანი და ვასილ აბაშიძე. მაყურებელი სპექტაკლმა ძალიან გაამხიარულა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 თებერვალს გაიმართა ნატალია გაბუნია-ცაგარლის ბენეფისი ფრანგულიდან გადმოთარგმნილ სპექტაკლში „ქარაფშუტა“, რომელშიც მონაწილეობდა ვასილ აბაშიძე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელს აღფრთოვანება არ გამოუთქვამს, რადგან პიესა შინაარსობრივად ცუდად იყო თარგმნილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 თებერვალს დაინიშნა მარიამ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისი, წარმოდგენილი იქნებოდა დრამა „ორი ობოლი“ კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე როინაშვილმა გადაწყვიტა თბილისში დასახლებულიყო და გაეხსნა თავისი მუზეუმი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 თებერვალს კავკავში ჩავიდა ალექსანდრე როინაშვილი თავისი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარსადგენად.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 3 მარტს „თბილისის საბრანიაში“ გაიმართებოდა ქართული დრამატული საზოგადოების მეჯლისი, რომლის ორგანიზება მარიამ ჭავჭავაძემ საკუთარ თავზე აიღო, ხოლო „საბრანიის“ დარბაზის მორთულობაზე შამშინოვმა იზრუნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 20 თებერვალს დანიშნული იყო მარიამ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისი სპექტაკლში „ორი ობოლი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 19 თებერვალს გაიმართებოდა სპექტაკლი „ბნელ ოთახში“ ერთმოქმედებად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძისა, ლეონიძისა, ელისაბე ჩერქეზიშვილისა, მ. ზავადსკი, ვასილ აბაშიძე, კ. მაქსიმიძე და სხვანი.
1877
ტიპი: ნასამართლეობა
1877 წლის 6 მარტს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია ივანე ჯაბადარის, მიხეილ ჩიკვაიძის, გრიგოლ ჟდანოვიჩის, სტეფანე ყანდაშევის, ალექსანდრა ქიქოძის, ეკატერინე გამყრელიძის, ალექსანდრე და ბარბარე ციციანოვების შესახებ, რომელთაც უკანონო საზოგადოების შექმნა, აკრძალული წიგნების გამვრცელება და მკვლელობის განზრახვა ბრალდებოდათ. საქმე სენატში 22 თებერვალს განიხილებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ მარმა, პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტის სტუდენტმა, უნივერსიტეტის საბჭოს წარუდგინა თხზულება, რომელსაც ვერცხლის მედალი მიაკუთვნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა თელავში, ალექსანდრე მერაბოვის მაღაზიაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეებს შეხვდა ეგზარქოსი პალადი. მან მოინახულა სასწავლებლის სასადილო ოთახი, წიგნ-საკაზმავი ოთახი და ბიბლიოთეკა. ეგზარქოსმა წიგნების შესაძენად სასწავლებლის ბიბლიოთეკას გარკვეული თანხა შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული სათეატრო კომიტეტის გადაწყვეტილებით უნდა წარმოედგინათ შექსპირის ტრაგედია „ოტელო“, რომელიც ინგლისურიდან ივანე მაჩაბელმა თარგმნა. სპექტაკლში მთავარ როლს კოტე მესხი შეასრულებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ტაძარში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ეგზარქოსმა პალადიმ წირვა აღავლინა, იგალობეს როგორც რუსულად, ასევე ქართულ ენაზე.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცელში“ კონდრატე და ნოე მხეიძეები მღვდლის, არჩილ იოსების ძე მხეიძის გარდაცვალებას იუწყებიან.