რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაიცვალა ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვარი, რომელსაც დაკრძალავდნენ სოფელ კასპში 16 ნოემბერს, დილის 11 საათზე. პანაშვიდი გაიმართებოდა ყოველდღე, თერთმეტ და შვიდ საათზე.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილი იყო პეტერბურგის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 14 სექტემბერს უნდა გამართულიყო ქართული დრამატული დასის პირველი წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვისა, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მაქსიმიძე და სხვ. დასი რუსულიდან თარგმნილ კომედიას „ეხლანდელი სიყვარული“ და დავით სოსლანის „სცენა მომრიგებელ მოსამართლესთან“ წარმოადგენდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელიქართული დრამატული დასის წევრი იყო.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „მერცხალი“ იყიდებოდა თბილისში ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ვ. ჭილაძესთან, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში – ხუმარაძესთან. წიგნის ფასი 7 კაპიკი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელშიც ეხმიანებოდა დიმიტრი ყიფიანის წერილს სათავადაზნაურო ბანკთან დაკავშირებით. ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ არც თავადაზნაურებისთვის და არც ბანკის დამფუძნებლებისთვის არ დაუწამებიათ ბანკის საქმეების უცოდინრობა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 დეკემბერს ნინა ჩოლოყაშვილის თაოსნობით სახელმწიფო თეატრში ავქსენტი ცაგარლის თხზულების მიხედვით „ბაიყუჩი“ დაიდგა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში ქუთაისის სამეურნეო სკოლაში კავკასიის სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ, ს. პ. ფეიქაროვის შემწეობით, სამეურნეო იარაღთა საწყობი გამართა. საწყობში ჰქონდათ სხვადასხვა სანიადაგო გუთნები, ჩალის საჭრელი მანქანები, ფარცხები და სხვა საჭირო იარაღები.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ შიში გამართლდა. ბანკში დირექტორების არჩევნების დროს კანდიდატები გავლენიან პირებს უთანხმდებოდნენ, თუ ხმას მისცემდნენ არჩევნებში დამფასებლად მას აირჩევდა ან სხვა ვინმეს, ვინც მისთვის მისაღები იქნებოდა. ამგვარად წყდებოდა ბანკში საქმეები.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ ბანკის წესდების თანახმად, ქუთაისის ბანკში დამფასებლებს არა კრება, არამედ გამგეობა და ზედამხედველი კომიტეტი ირჩევდა, რასაც თავად ეწინააღმდეგებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ ბანკის წესდების რამდენიმე მუხლის ცვლილებამ თავად-აზნაურებში გამოიწვია უსიამოვნება, ორ დაპირისპირებულ მხარედ გაიყვნენ და ექიშპებოდნენ ერთმანეთს, საჯარო საქმე პირადულად გადააქციეს.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ გამოუცდელი ხალხისთვის თამაშივით სატყუარა იყო ბანკი, რომელიც საფრთხეს შეიცავდა და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ მის დაარსებას, თუმცა რადგანაც საქმეს დასჭირდა, დათანხმდნენ ბანკის დაარსებას და ცდილობდნენ ფრთხილად ეკეთებინათ საქმე, რის გამოც ბანკის წესდების რამდენიმე მუხლი უნდა შეცვლილიყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაური ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ ბანკის დაარსებამდე იმერეთში მხოლოდ ორ მებატონეს ჰქონდა ვალი აღებული და ხალხს ეუცხოვებოდა ეს ფაქტი, ხოლო ბანკის დაარსებიდან ვალის აღება საყოველთაო მოვლენად იქცა, თუმცა ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ადამიანის ბუნება სუსტი იყო და ის საფრთხეს იშვიათად თუ ასცდებოდა.