ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „დათვი და ცხვრები“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ დიმიტრის ძე ალექსეევ-მესხიევს დავალიანება ჰქონდა 3945 მანეთი და 43 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ დიმიტრის ძე ალექსეევ-მესხიევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ახალდაბაში მდებარე სათიბ-სახნავი ადგილი და 178 დესეტინა და 840 საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიევს, ნინო და მარიამ გიორგის ასულ ხიმშიევს, ეკატერინე ბეჟანის ასულ ხიმშიევს დავალიანება ჰქონდათ 4437 მანეთი და 65 კაპიკი.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიევს, ნინო და მარიამ გიორგის ასულ ხიმშიევს, ეკატერინე ბეჟანის ასულ ხიმშიევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თელავის მაზრაში მდებარე 653 დესეტინა და 1820 საჟენი სახნავ-სათიბი, რომელსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს (მუხრანსკის) დავალიანება ჰქონდა 24 432 მანეთი და 99 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს (მუხრანსკის) თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე სამსართულაინი ქვითკირის სახლი ფლიგელით, შენობით და 313 ¾ საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ იოსების ძე ვოლსკის ლექსი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის ნაწარმოები „გაზაფხულის სურათები“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვლადიმერ მიქელაძის სიმღერა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ჰქონდა დავალიანება 6625 მანეთი და 56 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ცნობით, ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში, მოსკოვის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფითა და ფლიგელით, ასევე 160 საჟენი ორსართულიანი შენობა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ჰყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სულ შეადგენდა 23 285 მანეთსა და 67 კაპიკს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში ოლგას ქუჩაზე მდებარე ორი ორსართულიანი ქვიტკირის სახლი ორი ფლიგელითა და შენობით. ასევე 321 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 აპრილის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გაუბედავი სიყვარული“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით გურამიშვილის „დავითიანის“ განხილვა, რომელიც გამოსცა გიორგი ზალიკანიანმა, პეტრე უმიკაშვილის რედაქტორობით.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოები „დაკარგული მხარე“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „დედა ენა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „საყვედური“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სიზმარი“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის რომანი „დიდ ხევაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ აკაკი ჩხენკელთან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ამბობს, რომ საუკეთესო გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის ნეიტრალიზაცია და ამიერკავკასიის სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის აღიარება, რომელსაც ეთანხმება მთელი ევროპა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს ანთიმოზ ჯუღელის საყმაწვილო წიგნი „წყარო“.