რეგისტრირებული ფაქტები50440
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ლევან მელიქიშვილმა გახსნა მეხუთე არქეოლოგიური კრება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიორგი, რაფაელ, ივანე ნიკოლოზის ძე ყაზბეგს, ელენე ნიკოლოზის ასულ ყაზბეგს და ოლგა ნიკოლოზის ასულ ალექსეევ-მესხიევს დავალიანება ჰქონდათ 10 147 მანეთი და 30 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი, რაფიელ, ივანე ნიკოლოზის ძე ყაზბეგს, ელენე ნიკოლოზის ასულ ყაზბეგს და ოლგა ნიკოლოზის ასულ ალექსეევ-მესხიევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ დუშეთის მაზრაში, ყაზბეგში მდებარე სახნავ-სათიბი, საძოვარი, ტყე, 1144 ოთხკუთხი საჟენი და 151 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ნიკოლოზ ცხვედაძემ ვერ დააკმაყოფილა არსენ გედევანიშვილის თხოვნა, რადგან საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი სახსრები, რომ მისთვის წიგნები და საკანცელარიო ნივთები საჩუქრად გადაეცათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორბელიანს დავალიანება ჰქონდა 5169 მანეთი და 70 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორბელიანს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და ბორჩალოს მაზრაში მდებარე 720 დესეტინა სახნავი და საძოვარი ადგილები, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სამსონ ალექსანდრეს ძე მაჭუტაძეს დავალიანება ჰქონდათ 15 524 მანეთი და 52 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სამსონ ალექსანდრეს ძე მაჭუტაძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიასა და ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ნიგოითის მახლობლად მდებარე სახნავი ადგილები, 410 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივანე გივის ძე ამილახვარს დავალიანება ჰქონდა 20415 მანეთი და 39 კაპიკი.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 27 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის მეორე განყოფილების ხმოსნები იყვნენ: მიხეილ ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე, კონსტანტინე ანანიას ძე ქვარიანი, ლუარსაბ ტარიელის ძე ლოლუა, იაკინთე ოგანეზოვი, იაკინთე ს-ს ძე ალიბეგოვი, გიორგი ხაზ. ძე კიზირია, მოშ. ისხ. ძე რიჟინაშვილი, ლ. ა. კოკოჩოვი, მერ. გიორგის ძე ლორთქიფანიძე, სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე, ლუკა ასათიანი, მ. ნ. ნიკოლაძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 იანვრისთვის ქართულ თეატრში დაგეგმილი იყო ბ. ავალაშვილის ბენეფისი. უნდა დაედგათ ახალი პიესა „ბოშა ქალი ზანდა“. პიესის რეჟისორი იყო ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ალექსანდრე დიმიტრის ძე გედევანოვს დავალიანება ჰქონდა 1061 მანეთი და 10 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე დიმიტრის ძე გედევანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და დუშეთის მაზრაში მდებარე 66 დესეტინა და 2140 ოთხკუთხი საჟენი სახნავ-სათიბი, ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 8 ნოემბერს თბილისში, მიხეილ რომანოვის შუამდგომლობით, წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს ვაჩნაძე იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ დიმიტრის ძე ალექსეევ-მესხიევს დავალიანება ჰქონდა 2037 მანეთი და 49 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ერისთავს დავალიანება ჰქონდა 2052 მანეთი და 98 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ერისთავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, სოფელ ნაწრეტში მდებარე 101 დესეტინა და 1600 ოთხკუთხი საჟენი სახნავი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიორგი ივანეს ძე ციციშვილს დავალიანება ჰქონდა 1663 მანეთი და 79 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ივანეს ძე ციციშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ბორჩალოში მდებარე სახნავ-სათესი, საძოვარი, სათიბი ადგილები და 967,5 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში გაიმართა მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საძოვრების კომისიის თავმჯდომარე სერგო ყაზახაშვილმა, გზების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა, მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე გაბრიელ ცისკარაშვილმა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარაშვილი მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე იყო.