ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობ ადამიანს შენიშნეს ერთი ნაკლი. მიუხედავად იმისა, რომ მას გავარჯიშებული და ტკბილი ხმა ჰქონდა პოეტურ ნაწილში, სადაც აუცილებლად საჭირო იყო მაღალი ხმა დაბალ რეგისტრში ასრულებდა როლს, რის გამოც ძალიან გაუჭირდებოდა ზოგიერთი ტრაგიკული როლის განსახიერება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობმა ადამიანმა დრამის „ურიელ აკოსტას“ მეოთხე მოქმედებაში საუცხოოდ ითამაშა და აღაფრთოვანა მაყურებელი. ასევე, ბოლო მოქმედებაშიც კარგად ითამაშა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობმა ადამიანმა დრამის „ურიელ აკოსტას“ მეორე მოქმედებაში მისი დონის არტისტისთვის უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობ ადამიანს დრამაში „ურიელ აკოსტაში“ თამაშისას ეტყობოდა, რომ როლს პირველად ასრულებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობ ადამიანს დრამაში „ურიელ აკოსტაში“ როლი ისე არ ჰქონდა ნასწავლი, როგორც თავის ნიჭს შეეფერებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ კარლ გუცკოვი ეკუთვნოდა იმ გერმანელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა რაზმს, რომელსაც „ახალგაზრდა გერმანიას“ უწოდებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის ფელეტონი „ჩვენი მიწერ-მოწერა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის თეატრიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მადლიერები იქნებოდნენ კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი თუ თავისი როლების სწავლას ჩვეულებად აქცევდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის თეატრის თანამშრომლები მადლიერები იყვნენ კოტე სიმონის ძე მესხის, რადგან მისი დამსახურებით თეატრის საქმეები წარმატებულად მიდიოდა, ყველა წარმოდგენაზე დარბაზი ხალხით ივსებოდა და გასაყიდი ბილეთები არ რჩებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსეთს პირველად ემინიმ გააცნო სომხური აპოკრიფები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ემინის თარგმანით, განმარტებებით რუსულად და ფრანგულად სომეხი მწერლების ქრონიკები გამოიცა.

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს ემინიმ წიგნი სომხების კერპთაყვანისმცემლობაზე გამოსცა.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ემინიმ სომხურ ანბანზე ტრაქტატი გამოსცა.

1881

ტიპი: ავტორობა

1850 წელს ემინიმ სომხურ ენაზე გამოსცა სომხური ეპოსი, რომელიც 1881 წელს რუსულად იყო გადაკეთებული და დაბეჭდილი.

1846

ტიპი: ავტორობა

1846 წელს ემინიმ სომხური გრამატიკა გამოსცა.

1849

ტიპი: ავტორობა

1849 წელს ემინიმ სომხური ქრესტომათია გამოსცა.

1836

ტიპი: ავტორობა

1836 წელს ემინიმ ფრანგულიდან რუსულად თარგმნა და დაბეჭდა ვილმესანის წიგნის „საშუალო საუკუნეების ისტორიის“ სამი ტომი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ გაზეთ „ივერიას“ ემინის ისტორიული და ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ცნობები მიაწოდა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 8 თებერვალს მსახიობი ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ჯოტო ლევანის ძე შერვაშიძე სოხუმში საურთიერთო ნდობის ბანკის წარმომადგენელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პლატონ ლევანის ძე გელოვანი სოხუმში საურთიერთო ნდობის ბანკის წარმომადგენელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მათე გაბრიელის ძე რუსიძე ბათუმში საურთიერთო ნდობის ბანკის წარმომადგენელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილი ბათუმში საურთიერთო ნდობის ბანკის წარმომადგენელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი თბილისში „ცენტრობანკის“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კონსტანტინე იასეს ძე ტყავაძე სიღნაღის საურთიერთო ნდობის ბანკის წარმომადგენელი იყო.