ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51436

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ თელათგორის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა აბესალომ თენეიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ქვემო ხვედურეთის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ამბაკო ჯანაშია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს ბესარიონ შავიშვილი, გორის სემინარიის პედაგოგიური კურსების კურსდამთავრებული, გორის მაზრის სოფელ ჩობათხევის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ტეზერის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ჩ. ბალავაძე, ხაშურის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ანასტასია წერეთლისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, წიგნის მაღაზიისთვის ფასდაკლებით შეესყიდათ „ბუნება სურათებში“. 

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით — 4623.16, ხოლო ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის 10374.18 მანეთი ჰქონდა განსაზღვრული, სათადარიგოდ — 8855.95 მანეთი, წიგნებისთვის კი — 1181.58 მანეთი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნიას სურდა მის მიერ ნათარგმნი მოთხრობა „კნეინა ნექტარინა“ ცალკე წიგნად გამოეცა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ალექსანდრე მირზაშვილი (ფსევდონიმით „მეტეხელი გლეხი“) გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ჟურნალისტი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ მეტეხის ციხის პატიმართა წიგნსაცავს 30 ქართული წიგნი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს კ. რუსიევისა თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იონა მეუნარგიას თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია საჯაროდ უნდა წაეკითხა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის საბჭომ ალექსი გაბაშვილისა და იაკობ ჩიმაკაძის სამსახურიდან წასვლის საკითხი განიხილა. ვადის ამოწურვის გამო ერთ-ერთ მათგანს საბჭო უნდა დაეტოვებინა. საბჭომ ამ საკითხის განხილვა მომავლისთვის გადადო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილსა და ლევან გიორგის ძე ჯანდიერს თელავში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძის წიგნი „ბავშვების მოკეთე“ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გიორგი სხირტლაძის მიერ მოწყობილ ბანკის საზაფხულო ბაღში ხშირად იმართებოდა თავშესაქცევი და კულტურული ღონისძიებები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დაბა ყვირილაში ილია მაღლაკელიძე სურათებიან ფოსტის ქაღალდს შეღავათიან ფასად ყიდდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მიხეილ გაჩეჩილაძე სურათებიან ფოსტის ქაღალდს ბათუმში შეღავათიან ფასად ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ქვემო სურების კერძო სკოლის წიგნსაცავს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა 17 ქართული წიგნი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 იანვარს ქუთაისის დრამატულ დასში წარმოადგინეს ნიკოლოზ ზაალის ძე ბადრიძის მიერ ფრანგულიდან გადმოთარგმნილი პიესა „უკანონო შობილი“.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის მმართველობის წევრი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაევის მალაკნების ქუჩაზე მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილისა და ლევან გიორგის ძე ჯანდიერის თელავში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქციას რუსეთის სატელეგრაფო სააგენტოდან დეპეშით აცნობეს, რომ მიტროპოლიტმა პალადიმ იმპერატორ ნიკოლოზ მეორესთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად ტროიცკის ახალი ხიდის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიებში იყიდებოდა ივანე მაჭავარიანის მიერ ფრანგული ენიდან ნათარგმნი ერკმან-შატრიანის წიგნი „გლეხი-კაცის ისტორია“. წიგნი 15 შაური ღირდა.