ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51436

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს კოდორში გახსნილი ხე-ტყის ქარხნის უმთავრესი საწყობი ბათუმში იყო. შეკვეთისთვის მსურველებს უნდა მიემართათ თეიმურაზ ჩაჩავასთვის — ოჩამჩირეში, ხოლო დიმიტრი მაჭუტაძისთვის — ბათუმში.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ი. ფონ-ბრენერი რეალურ სასწავლებელში ბუღალტერიის სამთვიან კურსებს ხელმძღვანელობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ლაზაროვი „ყარამანიანს“ ექვთიმე ხელაძის სტამბაში ბეჭდავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკო კოპალაძეს სურდა ეკატერინე მესხის სტამბაში წიგნი დაებეჭდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის თებერვლიდან 3 თვის განმავლობაში მღვდელი გრიგოლ მეტრეველი ონის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში. ბათუმში ხელმოწერა საურთიერთო ნდობის ბანკში მათე გაბრიელის ძე რუსიძესთან მიმდინარეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში ბათუმში ხელმოწერა საურთიერთო ნდობის ბანკში, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილთან მიმდინარეობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი ქვემო სურების სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ქვემო სურების კერძო სკოლის წიგნსაცავს დ. კილაძემ 22 ქართული წიგნი შესწირა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანიამ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს გიორგი მეფერტმა განათლების სამინისტროს პედაგოგის თანამდებობის დაკავების მოთხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ეკატერინე იოსების ასულმა ანთაძემ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ანასტასია აპოლონის ასულმა ივანიცკიმ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს დავით გაჩეჩილაძემ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილმა შეადგინა ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში, 3 შაურად იყიდებოდა.