ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40063

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც გაკრიტიკებულია ნოე ჟორდანიას. თუმანოვი იმედს გამოთქვამდა, რომ სახელმწიფო მოღვაწეთა შორის აღმოჩნდებოდა ბრძენი პოლიტიკოსი, რომელიც ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, სოციალისტური იდეალები უკეთ და უფრო სწრაფად განხორციელდებოდა კეთილმოწყობილ სახელმწიფოში, კულტურულ ადამიანებში, რომლებიც ერთმანეთს ყურს მიუგდებდნენ. ერთი ნაწილის მეორეზე მუდმივად გადამტერება არ წაადგებოდა საქმეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიის თანახმად, თუმანოვი შეშფოთებული იყო, რომ სოციალისტური სახელმწიფოს მაგივრად ბანქოს სახლი არ მიეღოთ, რომელიც პირველივე შეხებისას დაინგრეოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, ჟორდანია ისევე ჩქარობდა თავისი პოლიტიკის გატარებით, როგორც ლენინი და ამას შეიძლებოდა ისეთივე სავალალო შედეგები ჰქონოდა საქართველოსათვის, როგორც ლენინისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობას  რუსეთისათვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიიდან ირკვევა, რომ ნოე ჟორდანია არ იწონებდა ლენინის ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო სტრუქტურების ცვლილებებთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიის თანახმად თუმანოვი თვლიდა, რომ ლენინი ძალიან ჩქარობდა თავისი რეფორმებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, ყველა პოლიტიკურ მოღვაწეს ჰქონდა ფასეულობა და მიზნები, მაგრამ მთავარი ამ მიზნების შეთანხმება იყო მოცემული ერის ეკონომიკურ სტრუქტურასთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვს ფუჭ სიტყვად მიაჩნდა ჟორდანიას განცხადება იმის შესახებ, რომ იგი იყო სახელწიფოს აღმშენებელი გარკვეული პოლიტიკური ფასეულობებითა და მიზნებით. თუმანოვი ასეთივე აღმშენებლად თვლიდა ლენინსაც და ნებისმიერ სხვა პოლტიკურ მოღვაწესაც.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიის თანახმად ჟორდანიას განუცხადებია, რომ იგი იყო არა უბრალოდ სახელწიფოს აღმშენებელი, არამედ სოციალ-დემოკრატიული აღმშენებელი, რომელიც პოლიტიკაში გარკვეული ფასეულობებითა და მიზნებით მოდიოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, სახელმწიფოს საფუძვლები მტკიცე ეკონომიკურ სტრუქტურაზე იყო დამოკიდებული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, განსხვავება მის გუნდსა და ჟორდანიას თანამოაზრეებს შორის იმაში მდგომარეობდა, რომ თუმანოვი და მისი მომხრენი მტკიცე საფუძვლების მქონე სახელმწიფოს აშენებას აპირებდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, როგორც კი გლეხობას რაღაც ტიპის მატერიალური ვალდებულება გაუჩნდებოდა, ბოლო მოეღებოდა მუშათა კლასის ჰეგემონიას, რადგან არც ერთი შეგნებული ადამიანი არ გადასცემდა თავის ქონებას განსაკარგავად გარეშე პირს, რომლის ინტერესი მის პირად ინტერესს არ დაემთხვეოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიის მიხედვით, ქართველი მემამულეები დაუსრულებლად იღებდნენ ვექსელებს, მერე კი თავიანთი მამულების გაყიდვა და უმიწაწყლოდ დარჩენა უწევდათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, ფულის დაუსრულებლად ბეჭდვა და სახელმწიფო ქონების გადანაწილების იმედად ყოფნა მეტად საზიანო იყო სახელმწიფოსათვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, საქართველოს გლეხობა არ ჩაერეოდა სახელმწიფო პოლიტიკაში, სანამ მას ეკონომიური სარგებლით უზრუნველყოფდნენ და არც მატერიალურ ვალდებულებებს დააკისრებდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნოე ჟორდანიას ჰქონია მოხსენება საქართველოს მომავალი წყობის შესახებ. მოხსენების მიხედვით, გლეხობა რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგაც ყოველთვის მუშათა კლასს მიყვებოდა კუდში და აღიარებდა მის ჰეგემონიას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნოე ჟორდანიას ჰქონია მოხსენება საქართველოს მომავალი წყობის შესახებ. მოხსენების თანახმად, ჟორდანია ხედავდა დიდ საფრთხეს, რომელიც რევოლუციას გლეხობისგან ემუქრებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ოქტომბერს გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიიდან ირკვევა, რომ ჟორდანიას აზრით გლეხობას არ შესწევდა უნარი დამოუკიდებელი ინიციატივისა. ის მუშათა კლასს შეჰყურებდა და აღიარებდა მის ლიდერობას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ოქტომბერს გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიიდან ირკვევა, რომ ჟორდანიას აზრით დემოკრატიული თვითმართველობა შეუფერებელი იყო გლეხობისათვის, რომელიც თავისი არსით რეაქციული იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, გლეხობა თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა იმ ძალას, რომელსაც მას დემოკრატიული წყობა გადასცემდა და არ გაუწევდა ანგარიშს სახელმწიფოს იმდროინდელი ხელმძღვანელობის სოციალისტურ იდეალებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ოქტომბერს გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიიდან ირკვევა, რომ ნოე ჟორდანია თავის მოხსენებაში მუშათა კლასს მიიჩნევდა სოფლებში პოლიტიკური საქმიანობის მთავარ დასაყრდენად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც იგი აკრიტიკებს ნოე ჟორდანიას. თუმანოვი ეთანხმება გაზეთ „ერთობას“, რომ საქართველოს გლეხობა არ კითხულობს არც „Грузия“-ს და არც „Борьба“-ს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიაში თუმანოვმა გაილაშქრა გაზეთ „ერთობის“ წინააღმდეგ, რომელიც სდებდა მას ბრალს კონტრრევოლუციური აგიტაციის გავრცელებაში საქართველოს გლეხობას შორის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც ის აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების სიმძიმის ცენტრმა ქალაქიდან სოფლისაკენ გადაინაცვლა.