ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40119

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც ის აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიის თანახმად, ჟორდანია არასწორად აფასებდა გლეხობის, როგორც კლასის, დანიშნულებასა და ადგილს დემოკრატიული წყობის განვითარების საქმეში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნოე ჟორდანიას ჰქონია მოხსენება საქართველოს მომავალი წყობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ ოქტომბერს გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიიდან ირკვევა, რომ მას წინა სტატიებშიც არაერთხელ გაუკრიტიკებია ნოე ჟორდანიას მოხსენება, რომელიც ეხებოდა საქართველოს მომავალ წყობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი პაციენტებს იღებდა შინაგან და ბავშვთა სნეულებათა განხრით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი იყო ექიმი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი პაციენტებს იღებდა ყოველდღე, გარდა კვირისა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე კითხულობდა, სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლა როდემდე უნდა ყოფილიყო მხოლოდ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის ღვაწლის, ჯაფისა და გულკეთილობის იმედად. სკოლას ფინანსური დახმარება სჭირდებოდა და ქართველი ადამიანის ვალდებულება იყო ასეთი ეროვნული საქმისთვის ეზრუნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის მოსწავლეების ცოდნამ, გონებაგახსნილობამ, აზროვნებამ არაერთი ადამიანი გააოცა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე, მკვირცხლი და მიზანსწრაფული მოსწავლეები სწავლობდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად სხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც სწავლობდნენ, მაგ.: კახეთიდან, გურიიდან, მთიულეთიდან, ქართლიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში საფუტკრე იყო მოწყობილი მრავალგვარი სკებითა და გეჯებით. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი, მოვლილი და გამართული ჰქონდათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში ბიბლიოთეკისთვის ცალკე ოთახი ჰქონდათ გამოყოფილი. ასევე, სხვადასხვა მცენარეებისთვისაც, რომლებსაც ზამთარში ზრდიდნენ და უვლიდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში სამჭედლო იყო მოწყობილი და მოსწავლეები მჭედლობას სწავლობდნენ. ასევე, თითოეულ შეგირდს 70 საჟენი მიწა ჰქონდა ჩაბარებული დასამუშავებლად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლა დაათვალიერეს და ისე მოეწონათ, რომ აღფრთოვანებულები დარჩნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე ვიცეგუბერნატორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელ ივლისს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა პიესას „მონასტრის ზღუდეთა შორის ანუ და ტერეზიას“, რომელშიც მონაწილეობდნენ ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მაისს ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე), ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვაჟა-ფშაველა, დავით მერაბის ძე გამყრელიძე და სხვ. ქართულ თეატრში დივერტისმენტს წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მაისს ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი და ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა ქართულ თეატრში დრამა „არსენას“ წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს პროკურორი, გამომძიებელი, ვიცე-გუბერნატორი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე და მთავარეპისკოპოსი პეტრე ვასილის ძე ლებედევი შეიკრიბნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მაქსიმე შარაძის სტამბაში ახალი წიგნი „ყვავილთა შორის” იბეჭდებოდა, რომელიც გიორგი ტატიშვილის მიერ ხეზე ამოჭრილი სურათებით უნდა გაეფორმებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 სექტემბერს გამართულ ოზურგეთის შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა კრებაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე საქმეები დიმიტრი ცეცხლაძეს შეესრულებინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 სექტემბრის „ცნობის ფურცელიდან” ვიგებთ, რომ მედუქნეებმა, ს. კიკვიძემ და იაგორ ბარხუდაროვმა მთავარმართებელს გაუგზავნეს თხოვნა, სადაც ეწერა, რომ ქალაქის გამგეობა სამიკიტნოებზე ბაჟის გაწერისას უნდა სარგებლობდეს სამიკიტნოების არსებული რაოდენობით და არა სამიკიტნოების იმ სავარაუდო რიცხვით, რომელსაც გამგეობა ადგენს ხოლმე წლის დასაწყისში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 მაისს თბილისის სახელმწიფო თეატრში იგეგმებოდა კონცერტის გამართვა, რომელშიც ნიკოლოზ კლენოვსკი იღებდა მონაწილეობას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 მაისის „ცნობის ფურცლის” ინფორმაციით, ქალაქში დადიოდა ხმები, თითქოს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის გამგებლობაზე უარს იძახდა. თუმცა ეს ამბავი უბრალო ჭორი იყო და სარწმუნო წყაროს არ ეფუძნებოდა.