რეგისტრირებული ფაქტები51113
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 თებერვალს თბილისის საბჭოს სხდომაზე წაიკითხეს ფილიპე მახარაძის განცხადება ხმოსნობაზე უარის შესახებ, იმ მიზეზით, რომ მას დაჭერას უპირებდენ და საბჭოში მუშაობა არ შეეძლო; ხმოსნობაზე უარი განაცხადეს ასევე ზეინალოვმა და იდაშკინმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 თებერვლის თბილისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ ჯამაგირზე უარი განაცხადა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 მარტს ქალთა სწორუფლებიანობის ლიგამ ვერა ფიგნერის წინამძღოლობით ქ. პეტროგრადში (სანქტ-პეტერბურგი) მოაწყო ქალთა გრანდიოზული მანიფესტაცია ქალაქის საბჭოდან სახელმწიფო სათათბირომდე შემდეგი ლოზუნგებით: „არჩევანთა უფლება ქალებს“, „ომი ბოლომდის“, „საარჩევნო უფლება ქალთა უმონაწილეოთ არ არის საყოველთაო“ და სხვ. მანიფესტაციაზე სიტყვით გამოვიდა ქალთა სწორუფლებიანობის ლიგის თავმჯდომარე შიშკინა-იავეინი, რომელმაც მოითხოვა გამოქვეყნება ოფიციალური განცხადებისა, რომ ქალებს მიენიჭებოდათ არჩევანთა უფლება დამფუძნებელ კრებაზე. ასევე მუშათა კავშირის და ჯარისკაცთა დეპუტატების სახელით თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ სიტყვით მიმართა ქალებს, რომ იბრძოლებდა ქალთა სწორუფლებიანობისთვის. სიტყვით გამოვიდა როძიანკო, რომელმაც გამოხატა მხარდაჭერა ქალთა სწორუფლებიანობის მოთხოვნის მიმართ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ივლისს გაიმართულ თბილისის პროფესიულ კავშირთა საბჭოს სამდივნოს სხდომაზე სერგო ირემაშვილმა მუშათა კოოპერაციის საკითხის გამო არჩ. კომისიის სახელით სამდივნოს კომისის მიერ შემუშავებული თეზისები გააცნო. დაადგინეს, თეზისები დაიბეჭდოს და განსახილველად გადაეცეს კომიტეტს, რის შემდეგაც მოხსენდეს თბილისის საბჭოს ქალაქში ერთიანი მუშათა კოოპერატივის დაარსების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 14 ივლისის ნავთლუღის მუშა-მოსამსახურების კრების თავმჯდომარე იყო ილია კალანდაძე,მომხსენებლად მოწვეული იყო ნოე რამიშვილი. კრებაზე წაიკითხეს მოხსენებები საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის და საქართველოში ბოლშევიკების მუშაობის შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 2 ოქტომბერს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბენია გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი საქართველოს სამხედრო მინისტრი გახდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 სექტემბერს თბილისში ჩამოსულ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, მარქსიზმის თეორეტიკოსს, კარლ იოან კაუცკის ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, კონსტანტინე საბახტარიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და დამფუძნებელი კრების სხვა წევრები დახვდნენ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილს კობიაანთკარში 280 დესეტინა და 2340 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) ქალთა კლუბის გამგეობის თავმჯდომარე კატო მიქელაძე აცხადებდა, რომ 11 მაისს, საღამოს 6 საათზე, დანიშნული იყო ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის გამგეობის საგანგებო კრება და წევრებს აღნიშნულ დროს მიხაილის ქუჩაზე (ყოფილი საავადმყოფო, ექიმ ბოკერიას სახლი) გამოცხადებას სთხოვდა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) გამოქვეყნებული ექიმ გიორგი ივანეს ძე ბადრიძის პუბლიკაცია „საიდუმლო მტერნი, დედაკაცი თავისუფალი მოქალაქე“ ეხება ქალის თანასწორი არჩევნების უფლებას, სწორუფლებიანობას, მის იმჟამინდელ მონურ, უსამართლო და უუფლებო მდგომარეობასა და ქალთა ემანსიპაციას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8ი სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში ვ. ჯუღელმა განაცხადა, რომ მრავალი დამაბრკოლებელი გარემოების მიუხედავად, მთიელთა სახელმწიფოებრივი არსებობის საკითხი დადებითად უნდა გადაწყვეტილიყო, რითაც საქართველოს ჩრდილოკავკასიელი მეზობლები მნიშვნელოვან როლს შეასრულებდნენ რევოლუციის მონაპოვრის დაცვაში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივლისს გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნდა გერმანიიდან გამოგზავნილი მოწოდება, რომ რუსეთში ანარქიის და სასწავლებელთა ცუდი მუშაობის გამო, ბოლო ორი წელი ასეულობით ქართველი იქ სწავლას ვეღარ ახერხებდა და ვერც უკან ბრუნდებოდნენ. ისინი საზოგადო და კერძო დაწესებულებებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმარებას სთხოვდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით მათ დახმარებას ბერლინში საქართველოს ელჩი ვლადიმერ გიორგის ძე ახმეტელაშვილი გაიღებდა. კომისიის წევრები: ი. ნარსია (თავმჯდომარე), მ. ახმეტელაშვილი (მოადგილე), მ. იმნაიშვილი, ნ. იმნაიშვილი, ა. წულაძე. შ. შიშმელაშვილი, ი. გველესიანი (მდივანი).
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს ზაქარია იოსების ძე შიხაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელ ი. მ. მაჩაიძის განცხადება, რომ აიყვანს მოწაფეებს განმეორებით გამოცდებზე მოსამზადებლად მათემატიკასა და ენებში. პლეხანოვის პრ. და ალექსიძის ქუჩის კუთხე N25-5.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ივანე ბოკერიას განცხადება, რომ პლეხანოვის (მიხეილის) პროსპ. N141-ში მკურნალობს ქირურგ., ქალის სნეულებებსა და სხვ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წ. გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციას ფოთელმა ქალებმა შესწირეს 70 მანეთი და 35 კაპიკი. ფულის შეგროვება სოფიო გიორგის ასულმა საბახტრიშვილმა ითავა, ხოლო შემწირველები იყვნენ: ქსენია ჩხარტიშვილისა, მარიამ დიდია, ელენე ჯაფარიძისა, ბაბილინა თელიავა, ქ. ლეჟავასი, ანა ხოჭოლავა, ელპიტე ხოშტარია, ბეგლარ მამალაძე, ოსანა ჭაჭუასი, რუსუდან საბახტრიშვილისა, შანშე ლეჟავა, ლ. საბახტრიშვილი, ცაცო ყრუაშვილი, ნინა გამისკირია, ნინო ნორკიძე, ქსენია ჯოლია, ანა სოკოლოვსკაია, აღათი ტუღაშიძისა, ნატალია აგიაშვილი, მ. ბურჭულაძისა, ქორქია, მამალაძისა, თოფურიძისა, მეგრელიძისა და საღარაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდმა ჯიხაიშიდან მიიღო ელენე ლორთქიფანიძის მიერ შეგროვებული შემოწირულობა 38 მანეთი და 25 კაპიკი. შემომწირველთა შორის იყვნენ ალექსანდრა აბზიანიძე, თათარახან ღოღაბერიძე, გრიგოლ ბოკალავაძე და სხვ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს, გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდმა ჯიხაიშიდან მიიღო ელენე ლორთქიფანიძის მიერ შეგროვებული შემოწირულობა 38 მანეთი და 25 კაპიკი. შემომწირველთა შორის იყვნენ: ექვთიმე ლეჟავა, კუკუა ღოღაბერიძე, ნინო ქუთათელაძე და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ნინა ორჯონიკიძისა, მელიტონ კუხალეიშვილი, ვარლამ ვაშაკიძე და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N3) დაიბეჭდა წერილი დიდი ჯიხაიშიდან რედაქციის მიმართ და მასწავლებელ ვალიკო დევიძის შემომწირველთა სია: მარუსია ვაშაკიძე, ცუცუნია ლორთქიფანიძე, ქსენია ჟორდანია, ფედოსია ქუთათელაძე, ლუბა თევზაძე, გრიგორ ციციშვილი, იოილი ჟორდანია, მარია, ბაბილინა და დავით ლორთქიფანიძეები, ნადია ბალავაძე, ალექსანდრა და კოლია ივან. ლეჟავები, ქეთო შუბლაძე, ბაბილინა წულუკიძე, ელიჩკა და თამარ ნიჟარაძეები, ვერა სოლომონის ასული ჩხეიძე, სამსონ დევიძე, კირილე რუხაძე, ოლღა და ნიკო კაჭახიძეები, სიმონ ჩხაიძე და სერგო ნარიმანია.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელ მარტს სოფელ დიდ ჯიხაიშში დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გარდაცვლილი შავი ქვის მრეწველის, გიორგი ჯიმშელეიშვილის ქონება ანდერძის თანახმად სხვადასხვა საზოგადო საქმისთვის უნდა მოეხმარებინათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აპრილს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N3 რედაქცია აქვეყნებს შეცდომების გასწორებას, რომ ამავე გაზეთის N1-ში ფოთელ ქალთა შემოწირულობის სიაში შემდეგი გვარები შეცდომით დაიბეჭდა: უნდა იყოს ქ-ნი დიდია და არა ლილია, ნინო ნორაკიძე და არა ხუნდაძე, ქ-ნი მეგრელიძისა და არა მაგნიასა, ანა სოკოლოვსკაია და არა როკოლოვსკაია, ამასთანავე გამორჩენილია ქ-ნი ეფრო გაბელია, ეკატერინე გეგეჭკორი და ლიდა კოპალეიშვილი.