ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46678

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის დასასრული „ტფილისი, 11 აგვისტო“. ეს არის დასასრული სტატიისა, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1874

ტიპი: ნასამართლეობა

1874 წლის თებერვალში მოურავი პეტრე დუდაური და გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძე ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახლის გაქურდვაში იყვნენ ეჭვმიტანილები.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის გაგრძელება „ტფილისი, 8 აგვისტო“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: გარდაცვალება

1890 წელს მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი გარდაიცვალა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის აგვისტოში იაკობ გოგებაშვილმა კირილე ლორთქიფანიძეს შეატყობინა, რომ შეაგროვა ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელთან გადასათარგმნად გასაგზავნი რუსული საბავშვო ლექსები.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძემ სიტყვით მიმართა ერნესტო როსის მტკვრის სანაპიროზე, ვაზის ბაღში, როსის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 18 სექტემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძის ბროშურის „ქუთაისის ბანკის საქმე“ დაბეჭდვის ნება გასცა ახალი სათაურით „ქუთაისის ბანკის კომიტეტი და ბ-ნი ჩიკვაიძე“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „მწყემსში“ დაიბეჭდა რედაქტორ დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძის სტატიის „მწარე ფიქრები“ დასაწყისი, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ილია ჭავჭავაძის, როგორც რედაქტორის, მოღვაწეობა „დროებასა“ და „ივერიაში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოვიდა ბროშურა „ქუთაისის ბანკის საქმე“, წერილები ილია ჭავჭავაძისა“, რომელსაც ეწერა, რომ დაბეჭდილია ავტორის ნებართვით.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 1-ელ სექტემბერს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას დაესწრო.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860-1896 წლებში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე იმერეთის ეპისკოპოსი იყო.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 2 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ზღვით გაემგზავრა.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის 31 ოქტომბერს გაზეთ „Тифлисский вестник“-ში დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის სტატია „წერილები იმ ქვეყნიდან“, რომელშიც ავტორი სათავადაზნაურო ბანკის დაარსებასა და ამ საქმეში ილია ჭავჭავაძის როლზე საუბრობდა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის სექტემბრის ბოლოს ილია ჭავჭავაძე თიანეთში მამულების გაყოფას დაესწრო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტფილისი, 28 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში შეცვლილი სათაურით „უყურადღებობა ქართული ენის მიმართ“ დაიბეჭდა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წლის 5 სექტემბერს გამართულ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებაზე ალექსანდრე ესტატეს ძე ერისთავი და ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი სათავადაზნაურო ბანკის დირექტორებად აირჩიეს.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წლის 5 სექტემბერს გამართულ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებაზე ილია ჭავჭავაძე 138 ხმით 12-ის წინააღმდეგ სათავადაზნაურო ბანკის მმართველად აირჩიეს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის დაკრძალვას დაესწრო და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და „ივერიის“ რედაქციის სახელით გარდაცვლილის კუბო გვირგვინებით შეამკო.

1874

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1874 წლის 2 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე სიმამრს, თადეოზ გურამიშვილს ესტუმრა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძეც ესწრებოდა, სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტი აირჩიეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 15 ივლისს კონსტანტინე ბებუთაშვილის სახლში გამართულ შეხვედრაზე ილია ჭავჭავაძემ „მეფე ლირი“ წაიკითხა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძე თავის სიმამრს, თადეოზ ზაალის ძე გურამიშვილს შეხვდა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 4 სექტემბერს გამართულ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კონსტანტინე ბებუთაშვილის წინადადება სათავადაზნაურო ბანკის წევრებად მხოლოდ მემამულეების მიღების შესახებ. ამ წინადადებას მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეც.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მოძრავი სკოლების გასახსნელად პირობების შესწავლა და დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის წერა-კითხვის საზოგადოებისთვის გადასაცემად მოლაპარაკების წარმოება დაავალეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძემ კრების წევრებს შესთავაზა, სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის ხარჯები გამგებლისა და დირექტორების ხელფასების ხარჯზე შეემცირებინათ.