ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46678

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ დასასრული რუსულად რედაქციის შენიშვნებით.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიხეილ ყიფიანს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადეს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „ტფილისი, 7 აგვისტო“ გაგრძელება. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის ბოლოს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, თეატრის შენობა იმ ზამთარს ვასილ ალექსის ძე აბაშიძის მიერ შედგენილი დასისთვის დაეთმო.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის აპრილის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან საქართველოში გამოემგზავრა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 18 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქუთაისში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე „მგზავრის წერილები“ და „მეფე ლირი“ წაიკითხა.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის 17 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ოლღა გურამიშვილის წერილი მიიღო. მეუღლე ატყობინებდა, რომ ყვარლის სახლი გაქურდეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის მარტში ჟურნალ „კრებულში“ ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი შექსპირის „მეფე ლირი“ დაიბეჭდა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 17 თებერვალს პეტერბურგში ილია ჭავჭავაძესთან სტუმრად ჩავიდა ძმისშვილი, სიმონ კონსტანტინეს ძე ჭავჭავაძე. სიმონს იუნკერთა სასწავლებელში სურდა შესვლა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს პეტრე დუდაური ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოურავი იყო.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის 26 თებერვალს ოლღა გურამიშვილმა ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგში მისწერა, რომ მოურავმა პეტრე დუდაურმა მათი ყვარლის სახლი გაძარცვა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 28 მაისს დაამტკიცეს ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი სათავადაზნაურო ბანკის წესდება. წესდება ძალაში ივნისიდან უნდა შესულიყო.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 10 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, რევაზ ანდრონიკაშვილს მოსკოვიდან თბილისში შეატყობინა, რომ ბანკის წესდებას სახელმწიფო საბჭოში 18 თებერვლამდე წარადგენდნენ.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 12 ივლისის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი ლექსები დაიბეჭდა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-1891 წლებში ალექსანდრე ექვთიმეს ძე ნებიერიძე გაზეთ „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს სლეპცოვმა შეადგიმა საქართველოს ბანკის წესდება, ამიტომ ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი თბილისის ბანკის წესდების დამტკიცებას ხელს უშლიდა.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ოლღა გურამიშვილის წერილი მიიღო. მეუღლე საყვედურობდა, რომ არ გაუგზავნა თავისი ფოტოსურათი და „მეფე ლირის“ თარგმანი.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების კუთვნილი ძველი ფულების კატალოგი შეედგინათ და ექსპონატები ერთნაირი მონეტების გაცვლით გაემრავალფეროვნებინათ.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის 15 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ვასილ მაჩაბელს მოსკოვში მისწერა, გაერკვია რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ დაამტკიცა თუ არა თბილისის ბანკის წესდება.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის აპრილის ბოლოს ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილთან ჩავიდა კარდანახში და ერთად წავიდნენ ყვარელში.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 14 სექტემბრის გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კავკაზიის რეფორმები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ყიფშიძის ხელმოწერით ქუთაისის სათავადაზანურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს შეტყობინება გაუგზავნა და სასწავლო პროგრამების წარმოდგენა სთხოვა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძისგან სასწავლო პროგრამების წარდგენასთან დაკავშირებით დეპეშა მიიღო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 6 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ თბილისის კომერციულ ბანკს შეტანილ თანხაზე ქვითრის გამოწერის მოთხოვნით მიმართა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 დეკემბერს პეტერბურგში მივლინებით წასულმა ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო კანცელარიიდან მიიღო შეტყობინება, რომ 20 დეკემბერს დიმიტრი სოლსკისთან შესახვედრად მარიის სასახლეში გამოცხადებულიყო.