ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა ფრაზით: „პირველ თიბათვეს ბერლინში შეიყარა კონგრესი ...“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ და დიმიტრი ყიფიანმა დიმიტრი ყაზბეგს შესთავაზეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გამხდარიყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლაში თანამშრომლის ქოლერით დაავადების შემთხვევის გამო სწავლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს და მდგომარეობის დაწვრილებით შესწავლა გრიგოლ ვოლსკის დაავალეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთზე გატარების საკითხი განიხილეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 4 მაისს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ახალს რასმე აღმოსავლეთის საქმის შესახებ...“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის ივნისის დასაწყისში გამოიცა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, რომელშიც შეტანილი იყო ილია ჭავჭავაძის ლექსი „გაზაფხული“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 ივნისს დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ და ბესარიონ ღოღობერიძემ კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის დასამტკიცებლად წარუდგინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი, რომელსაც 123 ადამიანი აწერდა ხელს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საქართველოს მატიანე“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული საშუალო სასწავლებლის დაარსების საჭიროებაზედ“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეათე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 28 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს წერილით შეატყობინა, რომ ყვარელში იასე ჭავჭავაძესთან დაბინავდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეშვიდე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეცხრე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეექვსე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 28 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეხუთე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მესამე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეოთხე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მერვე ნაწილი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმართებლობას 1879 წლიდან გაზეთ „ივერიის“ ჟურნალად გადაკეთების ნებართვის მისაღებად მიმართა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ელ ნოემბერს ილია ჭავჭავაძესა და მის ნათესავებს შორის ყვარლის მამულების გაყოფის პროცესი დაიწყო და ჭავჭავაძეების საკუთრების, ყვარლის აგარაკის აღწერისა და დახარისხების ოქმი შედგა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 18 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ Wasiani W.-ის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ვარლამ ჩერქეზიშვილის სტატია, რომელშიც საუბარია მარჯორი უორდროპის მიერ ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ ინგლისურად თარგმნის განზრახვასა და ამის შესახებ პროფესორ უილიამ მორფილის აზრის შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკის დირექტორ დავით ივანეს ძე ავალიშვილიგან მიიღო წერილი კახეთში რკინიგზის გაყვანის საჭიროების შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკის დირექტორ დავით ივანეს ძე ავალიშვილიგან მიიღო წერილი ვექსილის ვადის შესახებ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 30 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ჟურნალისტ აბდულ მიქელაძის წერილი და მის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შეკრებილი არქეოლოგიური ნივთები.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ ტიარლევოში თარგმნა ალექსანდრე პუშკინის ლექსი „წინასწარმეტყველი“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს სოფელ ტიარლევოში ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლექსი „ლოცვა“ („მამაო ჩვენო...“)