ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 14 აპრილს ქრისტინე შარაშიძემ ძველ ხელნაწერთა მუზეუმის წერა-კითხვის საზოგადოებისეული ფონდის 2224 ხელნაწერის გზამკვლევის შედგენა დაასრულა.

1951

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1951 წლის სამუშაო გეგმის ანგარიშის მიხედვით, მან H ფონდის მეექვსე ტომისათვის მასალის მომზადებისას 84 ხელნაწერი აღწერა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრები – ნოე რამიშვილი, გიორგი ჟურული, ივანე ლორთქიფანიძე, ნოე ხომერიკი, მოადგილეები – გერასიმე მახარაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, გიორგი ერაძე, ალექსანდრე მდივანი, გრიგოლ გველესიანი, გ. აბხაზი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, საქმეთა მმართველი სერგო ჯაფარიძე და მდივანი ვ. კანდელაკი. სხდომის ჟურნალის პირი, რომელსაც ხელს საქმეთა მმართველის მაგივრად გრიგოლ რობაქიძე აწერდა გაეგზავნა გზათა მინისტრს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ, ელენე ასათიანმა წერილით აცნობა, რომ ახალ გიმნაზიაში გადავიდა, სადაც ქართულის მასწავლებლად ია ეკალაძე მუშაობდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ, ელენე ასათიანმა მისწერა კერძო ხასიათის წერილი, რომლის მიხედვით გიმნაზიაში, სადაც ქრისტინე მუშაობდა, ქართულის მასწავლებლად ფატი ხუნდაძე დანიშნეს.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 19 მარტს ეკატერინე ასათიანმა ქრისტინე შარაშიძეს ამანათი და წერილი გაუგზავნა, რომელიშიც პასუხს სთხოვდა იანვარში მიწერილ წერილზე, ეწვეოდა თუ არა ქრისტინე მას ლაილაშში ზაფხულში.

1852

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 13 იანვარს ეკატერინე ასათიანმა ქრისტინე შარაშიძეს წერილი გაუგზავნა და თავისთან, ლაილაშში მიიწვია. ასევე შეატყობინა, რომ სკოლაში 2 მეექვსე და 1 მეშვიდე კლასს რუსულს ასწავლიდა და პოლიტსწავლებაში იყო ჩაბმული.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის, არდიშვილის მოხსენება საზღვარგარეთიდან შემოტანილი საქონლის გამოსყიდვის შესახებ და დაადგინეს გაუქმდეს მარილის მონოპოლია; დაწესდეს მარილის ნიხრი.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წელს ქრისტინე შარაშიძემ ხათუნა ჭოჭუას მისწერა, რომ დროებით საცხოვრებლად პავლოვის 7 ნომერში გადავიდა.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს უნდა დაეწერა წასამძღვარებელი გამოკვლევა „საქართველოს ისტორიის მასალების /XIV-XVIII სს/“ II ნაკვეთისათვის.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის 13 ნოემბერს საგამომცემლო სამმართველოს უფროსმა, დ. კომახიძემ ქრისტინე შარაშიძეს აცნობა, რომ საქართველოს სსრ კულტურის მინისტრის სახელზე დაწერილი განცხადების პასუხად ნაშრომი „ვახტანგ მე-6-ეს სტამბის 240 წელი“ შეიტანეს გამომცემლობა „ტექნიკა და შრომის“ 1954 წლის თემატურ გეგმაში.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 8 მარტს ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს მუზეუმის თანამშრომელთა საერთო კრებაზე წარმოთქვა სიტყვა ქალთა დღის დაარსებისა და სხვადასხვა წყობილებაში ქალის მდგომარეობის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება მიხეილის საავადმყოფოსა და საბებიო ინსტიტუტის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ და დაადგინეს, უნივერსიტეტს უფლება მიეცეს, ისარგებლოს მიხეილის საავადმყოფოთი და საბებიო ინსტიტუტით, პროზექტურით, საფერშლო და საბებიო სკოლების შენობებითა და მოწყობილობებით საუნივერსიტეტო სწავლების მოსაწყობად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო კონტროლიორის, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის მოხსენება რუსეთის წითელი ჯვრის ლიკვიდაციის შესახებ და დაადგინეს, მიწათმოქმედების მინისტრს მიეცეს 320 000 მანეთი მომარაგების კომიტეტიდან მის სალიკვიდაციოდ იმ პირობით, რომ ეს ვალი კომიტეტს გადაუხადოს წითელი ჯვრის ქონების ნაწილის გაყიდვით, დანარჩენში მიეცეს საკრედიტო მოწმობები.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 26 სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ ციალა გაბაშვილს მისწერა კერძო ხასიათის წერილი, რომლის მიხედვით, მან ციალას ადრეც მისწერა მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, ის წერილი ყუთში ჩაგდებამდე დაუკარგავთ.

1964

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძემ ითხოვა მოწმობით დადასტურება, რომ 1964 წლის პირველი ნოემბრიდან არ მუშაობდა და მხოლოდ პენსიით ცხოვრობდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს რიგიდან შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება ვერ შეძლო. მისი სიტყვებით, პიროვნება, რომელსაც პოლონელებმა გაუწიეს რეკომენდაცია, საერთო საქმისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

1971

ტიპი: ავტორობა

1971 წლის 23 მარტს ქრისტინე შარაშიძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა ყოფილი მოსწავლის, ბაბოს შვილს, ილიკოს, ბაბოს გარდაცვალების გამო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ სატუსაღოებში გარედან დარაჯების სამხედრო ძალით შეცვლა ვერ ხერხდება, ამიტომ საჭიროა მათთვის ხელფასების მომატება. დაადგინეს, გარეთა დარაჯებსაც, შიდა დარაჯთა მსგავსად, მოემატოს არანაკლებ 100 მანეთისა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება აზერბაიჯანისთვის 20 ათასი რუსული ფულის მიცემის შესახებ და დაადგინეს, რომ აზერბაიჯანის მთავრობასთან ნავთის საქართველოში გამოშვების საქმეში შეუთანხმებლობის მიუხედავად, მინისტრს ნება დაერთოს აზერბაიჯანელებს მათი ხვედრი ბონების ანგარიშში მისცეს 20 ათასი მან. რუსული ფულით.

1934

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1934-1935 წლების ჩანაწერების მიხედვით, მან საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ბიბლიოთეკის უნივერსიტეტის შენობაში გადატანასთან დაკავშირებით ლუკა ციხისთავს მიმართა, ჯერ ბიბლიოთეკის გაცემული წიგნები დაბრუნებინათ, შეევსოთ ფონდი და შემდეგ დაეწყოთ გადატანა, მაგრამ ეს არ განხორციელდა.

1934

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1934-1935 წლების ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს მუზეუმის წიგნები უნივერსიტეტში გადატანის შემდეგ სასწავლო მიზნებისთვისაც იყო გამოყენებული, შედეგად რამდენიმე იშვიათი გამოცემა დაიკარგა, მათ შორის ბოლშევიკური არალეგალური „ბრძოლის“ მეორე და მესამე ნომრები.

1934

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1934-1935 წლების ჩანაწერების მიხედვით, რაკი უნივერსიტეტი ფართობის მხრივ შევიწროებული აღმოჩნდა, საისტორიო-საეთნოგრაფიო ბიბლიოთეკის გამართულად მოწყობა ვერ მოხერხდა. გადმოტანის დროს დაიკარგა და დაზიანდა მთელი რიგი წიგნებისა, ზოგი (მათ შორის იშვიათი გამოცმები) საქართველოს მუზეუმში დარჩა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს, ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმთან ამავე საზოგადოების ბიბლიოთეკა დაარსდა.

1929

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, 1929 წლის 1-ელი სექტემბრიდან საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ბიბლიოთეკა საკუთარი ინვენტარითა და ცალკე კატალოგით საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის ნაწილს წარმოადგენდა.