ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46545

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის იანვრის შუა რიცხვებში მხატვარმა დავით გურამიშვილმა ახალგაზრდა გიორგი ლასხიშვილი ილია ჭავჭავაძეს წარუდგინა და მისი გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლად მიღება სთხოვა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 8 იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის პუბლიკაციის „კვალი. ორი წლის ნაღვაწი“ გაგრძელება. ის წერს, რომ საქალაქო არჩევნებში სომეხთა გამარჯვება სავსებით ლოგიკურია, რადგან მათ ბევრად მეტი ამომრჩეველი ჰყავთ. ის აკრიტიკებს ილია ჭავჭავაძეს და აბსურდულს უწოდებს მის მოთხოვნას ხმების თანაბრად განაწილების შესახებ.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 8 იანვარს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა, რომ ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ალექსანდრე გრიბოედოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმს საახალწლო ნაძვისხესთან. ბავშვებს დაურიგეს წიგნები და ტკბილეული.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიში“ გამოქვეყნებული ნაპოლეონ ამატუნისა და ილია ჭავჭავაძის წერილების სტატია „საბანკო დავიდარაბა გაზეთების ფურცლებზედ“ დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის პირველ ივნისს ილია ჭავჭავაძემ სხვა ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად არტურ ლაისტს უმასპინძლა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 11 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო კონსტანტინე მუხრან-ბატონის სახლში გამართულ თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავდა ქარვასლის შესყიდვის საკითხს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის თებერვლის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ რვეულში ჩაიწერა მასალები გაზეთ „კვალიდან“ და გააკეთა კრიტიკული კომენტარები. სავარაუდოდ, აგროვებდა მასალას სტატიის დასაწერად.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 2 მაისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტუსაღებისათვის“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ბიბლიოთეკის წესდება დაამტკიცეს.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 27 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „მთქმელს გამგონი ეჭირება“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელზეც 1879 წლის ანგარიში განიხილეს.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 3 მაისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „საზოგადო ჭირს საზოგადო შველა“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა წერილი „ახალი არჩევანები“, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „ხიზნების საქმის გამო“ დასასრული.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 3 მაისს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ...“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, კასპის სკოლისთვის – მერხები, ხოლო ნაესაკაოს სკოლისთვის წიგნები და სხვა სასკოლო ნივთები უნდა გაეგზავნათ.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, საზოგადოება სენაკელ მასწავლებელს ოფშკვითში სკოლის გახსნაში უნდა დახმარებოდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, სტიპენდიები უპირველესად დამამთავრებელი კურსის სტუდენტებზე გაიცემოდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს ახალსოფლის მცხოვრებთა თხოვნაზე სასკოლო გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ მანსვეტაშვილს წიგნისთვის „კიკოლას ნაამბობი“ თანხა გამოუყეს.

1861

ტიპი: ორგანიზაცია

1861 წელს ილია ჭავჭავაძე ცდილობდა, დაეარსებინა ლიტერატურული საზოგადოება, რომლის მიზანი ხალხში ქართული წერა-კითხვისა და წიგნების გავრცელება იქნებოდა, მაგრამ ნებართვის მიღება გაუჭირდა.

1862

ტიპი: მფლობელობა

1862 წელს სახელმწიფო კანცელარიამ კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ორბელიანის ნებართვის საფუძველზე დააკმაყოფილა ილია ჭავჭავაძის თხოვნა ქართული ჟურნალის, „საქართველოს მოამბის“ გამოცემის შესახებ, იმ პირობით, რომ მასში პოლიტიკური სტატიები არ დაიბეჭდებოდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 1 ივლისი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გაზეთის კორესპონდენტის მოვალეობა“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის სკოლის შენობის შესახებ იმსჯელეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მადლობა გადაუხადეს ბათუმის სკოლის მღვდელ სიმონ გრიგოლის ძე თოთიბაძეს მოსწავლეებისთვის საღმრთო წერილის უსასყიდლოდ სწავლებისთვის.