ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46545

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 5 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია „ჩვენი სტუმარი არტურ ლაისტი“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის სიტყვის დასასრულიც ჩართული იყო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 2 ივნისს ილია ჭავჭავაძემ არტურ ლაისტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისს გიორგი ქორქიამ ილია ჭავჭავაძეს წერილობით სთხოვა გარკვეული თანხის სესხება ათი დღის ვადით.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „ხიზნების საქმის გამო“ დასაწყისი.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 5 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 25 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კალიის გამოსვლა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 16 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „თანდათან უფრო ვრწმუნდებით ...“

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 18 მარტს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „ხიზნების საქმე საიდან უნდა დაწყებულიყო“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმის თაობაზედ“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიხეილ ყიფიანის მიერ სახალხო სკოლებისთვის შედგენილი მათემატიკის სახელმძღვანელო განსახილველად თედო ჟორდანიასა და ივანე გამყრელიძეს გადასცეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს იაკობ გოგებაშვილის წინადადება ბანქოს სათამაშო სახლებში საზოგადოებისთვის შეწირულობის ჩასაყრელი ყუთების დადგმის შესახებ.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავთისხევის სკოლის ასაშენებლად თანხა გამოყვეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 6 აპრილს ილია ჭავჭავაძე კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეთა ლიტერატურულ საღამოს დაესწრო. საღამოზე ილიას „ელეგია“ წაიკითხეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იონა მეუნარგიას წინადადება, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკისთვის მიემართათ.

1861

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ სოლომონ ჭავჭავაძისგან 500 მანეთი მიიღო.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 27 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე გამოვიდა წინადადებით, სკრის მამული თავადაზნაურობას შეეძინა სამეურნეო სკოლის გასახსნელად.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თიანეთის, ბათუმის, სენაკის, კავკავის, წინარეხისა და ხელთუბნის სკოლებში გასაგზავნად რევიზორები დანიშნეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 11 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც თელავის, სიღნაღისა და თიანეთის მაზრების გაჭირვებული მოსახლეობისთვის 6000 მანეთი გამოყვეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს თხოვნა ხევსურეთსა და გრემისხევში წიგნების გაგზავნის თაობაზე.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე განაცხადა, რომ ბანკს ჯერ ვალი უნდა გაესტუმრებინა და შემდეგ გაეცა ფული სხვადასხვა ხარჯისათვის.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 27 აპრილს გაზეთებში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის დიდუბეში დასაფლავებაზე წარმოთქმული სიტყვა, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში გამოქვეყნებულია სათაურით „სიტყვა, წარმოთქმული ნიკოლოოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 28 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ვაზის დაავადებათა წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისა და პეტერბურგში ბანკის საკითხებთან დაკავშირებული მივლინებების შესახებ სიტყვით გამოვიდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ თავად ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავს ვლადიკავკაზში ქართული სკოლის შენობის საძირკვლის კურთხევასთან დაკავშირებით მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 5 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, წიგნებისა და ხელნაწერების შესაგროვებლად ქართველ ინტელიგენციასთან მიმოწერა ეწარმოებინათ.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე დათანხმდა გიორგი ლასხიშვილის თხოვნას გაზეთ „ივერიაში“ თანამშრომლად მიღების შესახებ. ლასხიშვილი მეორე დღიდან იწყებს მასთან მუშაობას.