ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის მაისის ჟურნალ „ივერიის“ №5-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „დასაწყისი უარმყოფელის მიმართულებისა რუსეთში...“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 7 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თბილისის კომერციულ ბანკს შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძის გამგზავრების გამო საბანკო ქვითრებს ხელს ალექსანდრე ჭყონია მოაწერდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, საზოგადოების მიერ გამოცემული და გასაყიდი წიგნების სია გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდებოდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძესა და რაფიელ ერისთავს ბიბლიოთეკის მოსაწყობად და წიგნების მოსაპოვებლად პროექტის შედგენა დაევალათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, ქუთაისის სკოლის მზრუნველთა საბჭოსგან ადგილობრივი სათავადაზნაურო სკოლის გაფართოებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოეთხოვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის გაზაფხულზე ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი „წესდებულება ქართულის დრამატულის საზოგადოებისა“ ქართულ და რუსულ ენებზე ცალკე წიგნად გამოიცა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სახალხო დღესასწაულ ისპანახობას, რომელმაც მთავრობის მიერ აკრძალული ყეენობა ჩაანაცვლა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში იმყოფებოდა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის საოლქო სასამართლოს დადგენილებით ნაფიცი ვექილის მოვალეობისგან გაათავისუფლეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 27 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის განყოფილების კრებას დაესწრო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათომის ახალი გუბერნატორი“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს პეტერბურგის წიგნის მაღაზია „ფენუ და კორპორაციისაგან“ მიღებული წიგნების ნუსხის განხილვა და წიგნის მაღაზიის გასახსნელად პროექტის შედგენა დაევალა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, კავთისხევის სკოლისთვისეცნობებინათ, რომ მათი მერხები მზად იყო და შეეძლოთ წაეღოთ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 12 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის სხდომის ოქმს, რომელზეც მიიღეს დადგენილება გამგეობისთვის მეოთხე წევრის დამატების თაობაზე.

1905

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურობის კრებაზე საშუალო სამეურნეო სასწავლებლის დასაარსებლად შექმნილ კომისიაში აირჩიეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის დასასრული „ტფილისი, 29 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კახეთის მევენახეთა საზოგადოების დაარსება“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 5 თებერვალს ანდრია გრიგოლის ძე ნადირაძემ ზაქარია თევდორეს ძე ყიფშიძეს მოსკოვში გაუგზავნა წერილი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის ქართლში მოგზაურობა იყო აღწერილი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად ქრისტეფორე მამაცაშვილს წერილი გაუგზავნა ოთხპროცენტიანი გირავნობის ფურცლების გამოსაშვებად ნებართვის მისაღებად.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მიიღო მოსე თოიძის წერილი. ის სთხოვდა ფულად დახმარებას ქართველ ისტორიულ პირთა – თამარ მეფის, ერეკლე მეორის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველისა და ქეთევან დედოფლის ლითოგრაფიული პორტრეტების გამოსაცემად. გამოცემა ხორციელდებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერით.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის მარტის ბოლოს ოზურგეთში კ. ოცხანელის ხელმოწერით გამოვიდა კონსტანტინე თავართქილაძის მიერ შედგენილი კრებული „სოინარი“, რომელშიც გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ელეგია“, „გუთნისდედა“ და „ქართვლის დედას“.

1894

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1894 წლის 22 მაისს ილია ჭავჭავაძე დისწულის გარდაცვალების გამო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებას ვერ დაესწრო.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძეს ელისაბედ ხათაძემ შეატყობინა, რომ მისი შვილი საცხენეთის სასწავლებელში მოეწყო და გზის ხარჯის დასაფარად ფინანსური დახმარება სთხოვა.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი პეტერბურგის კადეტთა კორპუსში სწავლობდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 28 აპრილს ალექსანდრე ექვთიმეს ძე ნებიერიძემ ილია ჭავჭავაძეს მოურავად მუშაობის დასაწყებად დახმარება სთხოვა.