ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 30 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ წერილში „ჩვენ მოღვაწეთა მიმართ“ ალექსანდრე მდივანი საზოგადოებას მოუწოდებდა, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 45 წლისთავის აღსანიშნავად მისი თხზულებების საიუბილეო კრებული გამოეცათ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ბზიკის ხელმოწერით ილია ჭავჭავაძის სტატია „საკენკად „სამშობლოს ცაზე“ ხეტიალას“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 15 დეკემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაშა, ბ-ნო ქართველო დეფო!“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 19 დეკემბერს ალექსანდრე ყიფშიძემ ახალციხიდან პეტერბურგში ძმას, ზაქარიას მისწერა და უამბო, ილია ჭავჭავაძემ როგორ გამოითხოვა ბანკიდან ახალციხის ქალთა სასწავლებლისთვის 300-ის ნაცვლად 500 მანეთი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად საკრედიტო საზოგადოების მიერ მთავრობისგან ფულის სესხების წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა, ვისთვის რა თანხა ჰქონდა მისაცემი და ვისგან რამდენი – ასაღები.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 17 იანვრის შემდეგ ჟურნალში „კავკაზსკაია ჟიზნ“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავამის პოემა „აჩრდილის“ ნაწყვეტი „არაგვი“ თარგმნილი რუსულად ივან თხორჟევსკის მიერ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ქართველ ქალთა ამხანაგობის სამადლობელი წერილი გამოქვეყნდა. ამხანაგობა სამკერვალო სკოლისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდა: ილია ჭავჭავაძეს, ეკატერინე სარაჯიშვილს, ნიკო ღოღობერიძესა და იაკობ გოგებაშვილს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ შექმნილი წიგნების გამომცემელი კომისიის პირველმა სხდომამ დაადგინა, გამოეცათ ილია ჭავჭავაძის შემდეგი ნაწარმოებები: „კაცია-ადამიანი?!“, „გლახის ნაამბობი“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „ოთარაანთ ქვრივი“.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ რუსული ჟურნალებიდან „ნოვოე ვრემია“ და „სელსკოე ხოზაისტვო“ მისთვის საინტერესო თემები ჩაინიშნა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ პროფესორ ჯოზეფ ეკშტეინის წიგნიდან „ღირსება ფილოსოფიასა და სამართალში“ ბეჭდვითი სიტყვის შესახებ ციტატები ამოიწერა და გვერდები მიუთითა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა წიგნების ჩამონათვალი ფასებით, რომლებიც, სავარაუდოდ, იყიდა ან უნდა ეყიდა მოსკოვის წიგნის მაღაზიაში, რომლის მისამართიც იქვეა მიწერილი.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ დაამთავრა ახალი სამსართულიანი სახლის მშენებლობა საგურამოში.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 იანვარს წინარეხის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი მათიკაშვილმა წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს, და ათი თვის ხელფასის ანაზღაურება სთხოვა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 23 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, რომ, როგორც მომრიგებელი მოსამართლე, 11 დეკემბერს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომას დასწრებოდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 13 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „სანო“ სტეფანე ჭრელაშვილის წერილი „შინაურთა შორის“ გამოქვეყნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძეს სოფელ ურბნისის მოსახლეობამ ნავტიკით მტკვარზე მიმოსვლის მოწყობა სთხოვა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში მიიღეს გიორგი ივანეს ძე ბადრიძის მიერ შედგენილი წიგნი „შავი ჭირი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თედო სახოკიას მიერ სოხუმში დაარსებული სამკითხველო დაიხურებოდა, თუ ფინანსურ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდნენ. დახმარების სურვილი 26-მა პირმა გამოთქვა.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ თედო რაზიკაშვილი ხელთუბანში მოკლეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სომხების ერთ-ერთმა პარტიამ ხმოსნობის კანდიდატთა სიაში 16 ქართველი შეიყვანა, მათ შორის ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ „ახალი მკითხველის“ გამგის თანამდებობაზე ვლადიმერ დარჩიაშვილი და რაჟდენ თომას ძე კალაძე დაინიშნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა „ახალი მკითხველის“ გამგის თანამდებობა დატოვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი ჟურულს ერობის საქმის გამო დანიშნულ კომისიაში წარსადგენად ვრცელი ანგარიშის შედგენა დაევალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალიოზ შიხინოვი აფთიაქის დაარსებაზე ნებართვის მიღების შემთხვევაში თბილისის სკოლების ღარიბი მოსწავლეებისთვის წამლების უფასოდ დარიგებას აპირებდა.