ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51387

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის გამგეობას მოუწონებია გამგეობის წევრ იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძის გეგმა კერძო ელექტრო-სადგურების გამორთვის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტი წარსდგა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინაშე და მიულოცა მას მინისტრად გახდომა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე თბილისის გამგეობის წინაშე გამოვიდა მოხსენებით თხევადი საწვავის დასაზოგად კერძო ელექტროსადგურების გამორთვის საკითხის შესახებ.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნია ქართული თეატრის ადმინისტრატორი იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 ივნისს ილია ჭავჭავაძე მოსე და ევა მემარნიშვილების დაკრძალვას დაესწრო.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7-8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ელისაბედ ჭავჭავაძეს დეპეშით შეატყობინა, რომ სასწრაფოდ ბრუნდებოდა საქართველოში.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლიდან დანიელ გაბრიელის ძე მასლოვი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში მეფუტკრედ მუშაობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 2 მაისს პეტერბურგში ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო საბჭოს სესიაზე წარმოთქვა სიტყვა სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 თებერვლიდან 5 ივნისამდე ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიის სხდომებში.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს პავლე გიორგის ძე ფშავლიშვილი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში დარაჯად მსახურობდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელ იანვარს ქართულ თეატრს კონსტანტინე ყიფიანის საბენეფისოდ უნდა წარმოედგინა გ. ერისთავის ოთხმოქმედებიანი დრამა „მეორედ გაყმაწვილება“, „თამარ ბატონიშვილის“ მეოთხე მოქმედება და დივერტისმენტი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7-8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ელისაბედ ჭავჭავაძისა და მეფუტკრე დანიელ მასლოვის დეპეშები, რომლებიდანაც შეიტყო საგურამოში მომხდარი ტრაგედიის – მოსე და ევა მემარნიშვილების მკვლელობის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 21 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გათეთრება შავისა“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 10 მაისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სიმონ წერეთელი ქუთაისის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაინიშნა 199 ხმით 37-ის წინააღმდეგ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს საგურამოში ილია ჭავჭავაძის მოურავმა მოსე მემარნიშვილმა დარაჯი პავლე ფშავლიშვილი ქურდობაში ამხილა და პოლიციას გადასცა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 ივნისამდე ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ყოფილ მარშალ ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანს ესტუმრა.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი რემონტის დასრულების შემდეგ თბილისში, ანდრეევის №22-ში შეძენილ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდილ კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიაში „საქართველო და კავკასია“ ავტორი ვარაუდობდა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღესტანი თურქეთს სთხოვდა დახმარებას.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 12 მაისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის გზათა ოლქის თერგის განყოფილების მე-5 დისტანციის უფროსის თანამდებობის აღმასრულებელ იოსებ ანდრონიკაშვილს წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი მიენიჭა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს სოფიო დიმიტრის ასული უნდილაშვილი საგურამოში, ლია ჭავჭავაძის სახლში, პურის მცხობლად მუშაობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 7 ივნისს ყაჩაღები შევიდნენ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლში, პურის მცხობელი სოფიო უნდილაშვილი ხანჯლით შეაშინეს, დახოცეს მოურავი მოსე მემარნიშვილი და მისი მეუღლე ევა მოძღვრიშვილი-მემარნიშვილისა და წაიღეს ფული, ვერცხლის ნივთები, თოფი, რევოლვერი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს იაკობ გოგებაშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „სიმართლე თბილისის შესახებ“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ილია ჭავჭავაძის ტექსტზე „ტყემ მოისხა ფოთოლი...“ დიმიტრი არაყიშვილის მიერ დაწერილი რომანსის ნოტები პატარა წიგნად გამოიცა. წიგნში წარმოდგენილი იყო ივანე და ალექსანდრა თხორჟევსკების მიერ თარგმნილი ტექსტის რუსული თარგმანიც.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ილია ჭავჭავაძის ლექსები „გახსოვს, ტურფავ...“ და „კითხვა-პასუხი“ კრებულში „პატარა ჩანგი“ გამოქვეყნდა.