ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა ფხოველთან ნიკოლოზ დეკანოზოვის ხელმძღვანელობით ენერგიული ტემპით მიმდინარეობდა სამუშაოები.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 1-ელი ივნისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწე გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ფრეზე ჩრდილოეთ კავკასიიდან, სადაც წყალდიდობისა და ნიაღვრებისგან დაზარალებული ქალაქებისა და სოფლების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, თბილისში დაბრუნდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა ზ. ი. კლეინის სტატია „ქალაქის ფინანსები“, ინჟინერ კლაპის – „შერეული ტიპის საქალაქო კონცესიები“ და გ. ბენაევის – „სტატისტიკა“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობაში აურჩევიათ: რამიშვილი, შალვა წერეთელი და ს. ფონშტეინი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ-ერთ მონაკვეთზე პატარა მდინარეს ეკვროდა რაღაც ცხიმოვანი მასა, რომელიც ანთებული ასანთის მიკარებისთანავე ალდებოდა და ჩქარა ქრებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ ადგილას, მარტყოფისა და ნორიოს მსგავსად, ნავთობი ნიადაგიდან ჟონავდა და ზედაპირზე გუბეები წარმოიქმნებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, მარტყოფიდან სამ ვერსტაზე მდებარე დაბა საცხენისში ორ ადგილას აშკარად შეიმჩნეოდა ნავთობის არსებობის კვალი.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ზაქარია თუშმალოვს ნაკვეთი ჰქონდა დაბა მარტყოფში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის თქმით, დაბა მარტყოფთან ნავთობსაბადოს აღმოჩენის მიზნით რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოები გაჩერებულა და მიტოვებული ჭაბურღილი ახალ ენერგიულ მეწარმეებს ელოდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ჟურნალ „მოგზაურში“ ფსევდონიმით ვ. ნ. დაიბეჭდა ვასილ ნაცვლიშვილის სტატია „საგურამო“ ილია ჭავჭავაძის მიმართ გლეხების უარყოფით დამოკიდებულებაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა მარტყოფის ზევით, წმ. ანტონის მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ დაწყებული გათხრები ინჟინერ კ-ს გაუგრძელებია. თუმცა უსახსრობის გამო სამუშაოებმა დიდხანს ვერ გასტანა და ინჟინერს ვერც ადგილის გაყიდვა მოუხერხებია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის თქმით, ნავთობის აშკარა კვალი შეიმჩნეოდა დაბა მარტყოფში, თანაც რამდენიმე ადგილას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის თქმით, თბილისის ოლქში მდებარე დაბა ნორიოსთან ნავთობის საბადოს არსებობის აშკარა ნიშნები შეიმჩნეოდა. ამის დასტური იყო ნიადაგიდან გამოჟონილი თხევადი მასა, რომელიც შავი ტალახივით გუბეებს ქმნიდა ზედაპირზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვი სინანულს გამოთქვამდა, რომ საქართველოს წიაღისეული სიმდიდრე, ბოროტი ბედისწერის გამო ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, მიწის სიღრმეში იდო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვი კითხულობს, ვის არ სმენია საქართველოს წიაღისეულ სიმდიდრეზე, რომელიც ამოუწურავი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიიდან ირკვევა, რომ დაბა მარტყოფში თუშმალოვის კუთვნილ ნაკვეთზე ნიადაგში შეინიშნებოდა ნავთობის კვალი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 4 იანვარს გამართულ კონსტანტინე ყიფიანის ბენეფისში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ვლადიმერ ალექსიევ-მესხიევს, ვასი აბაშიძეს, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავს (ტყვიაველს) და გედევან გედევანოვს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი და გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იუწყებოდა, რომ საჩხერეში ჟურნალის გამოწერა ყარამან ჩხეიძესთან იყო შესაძლებელი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 7 მაისს სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ იმერეთის თავად-აზნაურთა კრებაზე მოისმინეს მოხსენება ახალი გადასახადების შესახებ, შემდეგ განიხილეს ბანკიდან დასაბრუნებელი თანხის საქმე.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1899 წლის 5 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მოურავ მერაბს (გვარი უცნობია) გაუგზავნა წერილი, რომელშიც სამეურნეო მითითებებს აძლევს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 16 მაისს, 18:00 საათზე, სპარსეთის შაჰის პატივსაცემად სასახლის დარბაზში გაიმართა სადღესასწაულო სადილი, რომელზეც კავკასიის მთავარმართებელმა ალექსანდრე ფრეზემ 120 სტუმარი მიიწვია.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 5 მარტის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გამოიცა წიგნი „ქართლის ცხოვრება“ მესამე ტომი, გამომცემელი იყო ზაქარია ჭიჭინაძე, ფასი 40 კაპ. წიგნი იწყებოდა გიორგი ბრწყინვალის აღწერით და მთავრდებოდა სიმონ მეფის ცხოვრების აღწერით მე-16 საუკუნის დამდეგამდე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის ქშწ-კგ საზოგადოების“ მოქმედებისა: 1896 წელი. წელიწადი მეთვრამეტე. ტფ., 1897.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ია კარგარეთელმა შეასრულა ნიკოლოზ კლენოვსკის მიერ ილიას ლექსებზე დაწერილი რომანსები.