ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გამოტანილი დადგენილებით საქართველოს მომარაგება თხევადი საწვავითა და ნავთობპროდუქტებით დაევალა კავშირგაბმულობის მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს. მას ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ ჟურულთან შეთანხმებით უნდა ეკისრა ხსენებული პროდუქტების ტრანსპორტირებისა და შემდგომი დაბინავების ორგანიზება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მინისტრად გახდომა მიულოცა. ჟურულმა მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და აღნიშნა, რომ აუცილებლად დაიხმარდა კომიტეტს სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მინისტრად გახდომა მიულოცა. ჟურულმა მადლობა გადაუხადა კომიტეტს მილოცვისათვის და აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრებს ჯერ კიდევ ქალაქის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდიდან იცნობდა და მეტად აფასებდა მათ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარე არ. ნ. მილოვმა სიტყვით მიმართა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ ჟურულს. მიუთითა რა, რომ საბირჟო კომიტეტი რუსეთის უძველეს სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებას წარმოადგენდა, მილოვმა მინისტრს სთხოვა, თბილისის კომიტეტი თავისი მფარველობის ქვეშ აეყვანა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა, რომელიც ფინანსებისა და ვაჭრობა-მრეწველობის საკითხებში გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტებისგან შედგებოდა, მომსახურება შესთავაზა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ივანეს ძე ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს გარდა კავკასიის დანარჩენი ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება. თუმანოვის აზრით, უფრო გლობალურად მოაზროვნე პირებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ეტაპობრივად მოჰყვებოდა შემდგომი ნაბიჯები, რაც დანარჩენი კავკასიის სახელმწიფოებრივ მოწყობას გარკვეულ ფორმას შესძენდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს გარდა კავკასიის დანარჩენი ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება. თუმანოვის აზრით იმას, ვინც სწორად აღიქვამდა ცალკეულ ფაქტებს და ითვალისწინებდა საერთო მიზეზებს, რაც ომში ჩაბმული იმპერიების საერთაშორისო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენდა, ესმოდა – საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ პირველი ეტაპი იყო კავკასიის საკითხის მოგვარებისა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის გიმნაზიის, პროგიმნაზიის, რეალური და სხვა სასწავლებლების პირველ და მოსამზადებელ კლასებში სწავლის ყოველთვიური გადასახადი სამი მანეთი იყო, მეორე, მესამე და ზედა კლასებში – მეტი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის პანსიონში შვილის მიბარების მსურველებს 20 აგვისტოდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით ჯორჯიკიასთვის უნდა მიემართათ თბილისის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის პანსიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის სწავლისა და პანსიონით სარგებლობის წლიური გადასახადი 180 მანეთი იყო.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს იურიევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტი დაამთავრა და ექიმის მოწმობა მიიღო რვა ქართველმა: ზ. ცხვედაძემ, მიხეილ ჩხენკელმა, გიორგი.ნათიშვილმა, ნიკოლოზ მრევლიშვილმა, ი. მეფისაშვილმა, გიორგი გელეიშვილმა, გრიგოლ ნასრაძემ და ისიდორე ჯაშმა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით აწყურელი იუწყებოდა, რომ ყოველ წელს 15 აგვისტოს სოფელ აწყურში თეთრი გიორგის სალოცავის დღეობას დღესასწაულობდნენ თელავის, სიღნაღის, თიანეთის, ტფილისის, ზაქათალის მაზრებიდან მოსული მრავალრიცხოვანი მომლოცველნი, არა მარტო ქართველები, არამედ სომხები, თათრები და ქისტებიც.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის გაზეთ „ივერიაში“ დ. აწ.-ის ფსევდონიმით დაიბეჭდა დავით მერაბის ძე გამყრელიძის (აწყურელის) წერილი ქოლერის ეპიდემიასთან დაკავშირებით თელავის მაზრის სოფელ აწყურში არსებული ვითარების შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში შვილის მიბარების მსურველებს წერილობითი თხოვნით უნდა მიემართათ სკოლის მზრუნველ ილია წინამძღვრიშვილისთვის.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 13 თებერვალს მოწვეულ კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების მორიგ კრებაზე ილია წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება სოფლის მეურნეობის საზოგადოებასა და მხარის მოსახლეობას შორის უწყვეტი კავშირის დამყარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებების შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების მიერ წარმოდგენილ დავით ერისთავის „სამშობლოში“ ლევან ხიმშიაშვილის როლი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების მიერ წარმოდგენილ დავით ერისთავის „სამშობლოში“ სვიმონ ლეონიძის როლი კოტე ყიფიანს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ა. ნა-ლის (ალექსანდრე ნანეიშვილის) წერილი „ქართული თეატრი ქუთაისში“, რომელშიც აღნიშნულია, რომ დავით ერისთავის „სამშობლოში“ კოტე მესხმა და კოტე ყიფიანმა დიდი ოსტატობით ითამაშეს ლეონიძისა და ხიმშიაშვილის როლები.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში ანტონ ფურცელაძის „მაცი ხვიტია“ 50 კაპიკად იყიდებოდა.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 9 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ივანე როსტომაშვილს მისწერა და მარჯორი და ოლივერ უორდროპებისთვის თელავში ღირსეული მეგზურობის გაწევა სთხოვა.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მარჯორი და ოლივერ უორდროპები თელავში გაამგზავრა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ვალერიან გუნიას მიერ შედგენილი სახალხო კალენდარი 10 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ვალერიან გუნიას მიერ შედგენილი საქართველოს კალენდარი 45 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში დიმიტრი მაჩხანელის „ძმური სიტყვა“ იყიდებოდა 25 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ილია ფერაძის მიერ თარგმნილი „ამპარტავანი გიორგი“ 5 კაპიკად.