ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50005

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-12 წლებში ექვთიმე თედორეს ძე ლეჟავა სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გამოიცა ივანე ჯავახიშვილის წიგნი „ქართული მუსიკის შესახებ“.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წელს რუსულ ენაზე გამოიცა ილია ჭავჭავაძის წიგნი „ქართული მუსიკალური კულტურა“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ლადო დიმიტრის ძე აღნიაშვილმა ქართველ მომღერალთა გუნდი დააარსა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს მელიტონ ბალანჩივაძემ აკაკი წერეთლის პოემა „თამარ ცბიერის“ მიხედვით დაწერა პოემა იმავე სათაურით.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს ალოიზ მიზანდარმა, ხარლამპი სავანელმა და კონსტანტინე ალიხანოვმა დააარსეს თბილისის პირველი მუსიკალური სკოლა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-1902 წლებში სერგი ილარიონის ძე მაჭარაშვილი სოფ. გუნდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 31 მარტს გალაკტიონ ტაბიძე მონაწილეობდა ქუთაისის თეატრში გამართულ იოსებ გრიშაშვილის საღამოში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში ქუთაისის საქალაქო მმართველობის მიერ გამართულ აკაკი წერეთლის ხსოვნის სამოქალაქო პანაშვიდზე გალაკტიონ ტაბიძემ წაიკითხა ლექსი „აკაკის ლანდი", რომელიც პირველად გაზეთ „ახალ კვალში" (1915, N1) დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის მაისში ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების მოქმედებისა 1897 წელს.“ 

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 31 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ცნობა, რომ განზრახული იყო ილია ჭავჭავაძის მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული სიტყვების ცალკე წიგნად გამოცემა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ოქრიპირიძის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა „თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ...“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 მაისს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვენდა ალექსანდრე ოქრიპირიძის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა „თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ...“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 მაისს ილია ჭავჭავაძე სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო სამღვდელოების საგანგებო ლოცვას, რომელიც აღევლინა გურია-იმერეთის ეპარქიაში ახლადგადაყვანილ ეპისკოპოს ალექსანდრესთვის (ოქროპირიძე). ილიამ მას სიტყვით მიმართა, რომელშიც ერის წინაშე მისი დამსახურებები გამოიკვეთა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) წირვას დაესწრო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 25 აპრილს გალაკტიონ ტაბიძემ კონსტანტინე მაყაშვილს წერილი გაუგზავნა თხოვნით, შუამდგომლობა გაეწია მისთვის თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სტიპენდიის დანიშვნაზე ან ერთდროულ დახმარებაზე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის დაკრძალვის პროცესიაში.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 მაისს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „ჩვენებური საქმიანობა. სენაკის სკოლა“. ავტორი აკრიტიკებს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას (თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე) და სენაკის სკოლაში არსებულ დაპირისპირებაში ადანაშაულებს.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 13 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევმა პირობა დადო, რომ გორის სასულიერო სკოლისთვის კარადებს შეიძენდა, რადგან შენობის ის ნაწილი, სადაც წიგნები ინახებოდა, დაიწვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 იანვრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელმა ილია ფერაძემ ქაშვეთის ეკლესიაში წაიკითხა მოხსენება „საქართველოს ეკლესიის წმინდა მოწამე არჩილ“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 12 იანვრის გაზეთ „დროებაში“ კოწია მაჭავარიანის ეთნოგრაფიული წერილი „აფხაზეთი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს პეტრე ყონჩუაშვილი სამრევლო სკოლების მოწყობის კომისიის წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ალექსანდრე მანსვეტაშვილი სამრევლო სკოლების მოწყობის კომისიის წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს ესტატე ელიაშვილი სამრევლო სკოლების მოწყობის კომისიის წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ნიკოლაი დარსკი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.