ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50005

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართა საცენზურო კომიტეტს ალექსანდრე პუშკინის თხზულებათა დაბეჭდვაზე ნებართვის მისაღებად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 14 მარტს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 მარტს ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე აირჩიეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების საკითხის შემმუშავებელ კომისიაში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2-4 მარტს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც გაიმართა კამათი ერობის შემოღებაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის ერთობლივ სხდომაში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელმაც განიხილა ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საკითხი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 3 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით წერილობით მიმართა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს, რომ მოეწოდებინა მისთვის ინფორმაცია მისადმი რწმუნებული სასწავლებლის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 31 იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი „გაზეთი „ივერია“ და მისი საპოლემიკო ხასიათი“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზია დაამთავრა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 1-ლ იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა შარჟი „საახალწლო ნობათი“ ილია ჭავჭავაძეზე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლამდე ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ ყიფშიძეს მისწერა და სთხოვა, შეეტყობინებინა დიმიტრი ნადირაძისთვის, რომ ფულის სესხად მიცემა არ შეეძლო, ჰონორართან დაკავშირებით კი თავად გრიგოლ ყიფშიძისთვის უნდა მიემართა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში ალექსანდრე ფრეზე და ბელიავსკი წყალდიდობით დაზარალებული ადგილების დასათვალიერებლად თერგის ოლქში იმყოფებოდნენ.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938 წელს ვარშავაში გამართულ ქართველ ემიგრანტთა მეჯლისს ესწრებოდნენ იოსებ სალაყაია, ვალერიან თევზაძე, გიორგი მამალაძე, დიმიტრი შალიკაშვილი, ალექსანდრე ზაქარიაძე, დავით ვაჩნაძე და ა. შ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 31 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობდა სათავადაზნაურო ბანკის საგანგებო კრებაში, რომელმაც განიხილა ბანკის მიერ გრიგოლ არწრუნისეული ქარვასლის შეძენის საკითხი. ილია ჭავჭავაძე კამათში ჩაება ივანე მაჩაბელთან, რომელიც ბანკის მიერ ქარვასლის შესყიდვის წინააღმდეგი იყო. ანტონ ფურცელაძემ ურჩია, გამგეობისთვის მიენდოთ გადაწყვეტა, მაგრამ კრება არ დაეთანხმა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 ივლისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის მიერ გამართულ წარმოდგენაზე, რომელიც წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლის სასარგებლოდ გაიმართა, დამსწრე საზოგადოებამ შეწირულობის სახით 500 მანეთამდე თანხა გაიღო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა სამეურნეო საკითხების შესახებ მისწერა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძე ამიერკავკასიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობის ტექსტის შემმუშავებელ კომისიაში აირჩიეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გამოვიდა არისტო ქუთათელაძის მიერ შედგენილი კრებული „წყარო“, რომელშიც გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „პოეტი“, „ქართველ სტუდენტების სიმღერა“ და „გაზაფხული“.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წელს ვასილ კარბელაშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა „ქართლ-კახური საგალობლების“ წიგნი.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1898 წლებში გიორგი გოგინაშვილი ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს ილია ჭავჭავაძეს პოეტმა ვასილი ველიჩკომ „რუსი მეგობრის“ ხელმოწერით მიუძღვნა გერასიმ ეზოვის წიგნი „პეტრე დიდის ურთიერთობა სომეხ ხალხთან“ და წიგნზე გაკეთებული წარწერით მიანიშნა, რომ არ იზიარებდა ავტორის „მეცნიერულ“ გამოკვლევას.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს სომხურ ენაზე გამოვიდა ტიგრან ფირუმიანის მიერ თარგმნილი ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!”.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა დარაჯის დაპატიმრების ამბავი შეატყობინა, ასევე მისწერა წვრილმანი ხარჯების შესახებ და წერილთან ერთად მამასახლისისგან მიღებული ქვითარი გაუგზავნა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 4 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა თავისი ჯამაგირის, წისქვილის შემოსავლისა და ქვევრებში ღვინის რაოდენობის შესახებ მისწერა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ივნისამდე მიხეილ ნასიძემ ფსევდონიმით „მეგახლავარ“ გამოაქვეყნა წიგნი „თ. ი. ჭავჭავაძე, ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი“.